ესტონეთი – საქართველოს პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
პირველი სახიფათო მომენტი მე-15 წუთზე შეიქმნა – თავიდან შორიდან მეტოქის კარს კობახიძემ დაუმიზნა, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი, დანიშნული კუთხურის შემდეგ, ამჯერად კაშიამ თავით დაარტყა – ესტონელთა გოლკიპერმა ამჯერადაც ივარგა და ბურთი მოიგერია.
მე-19 წუთზე კამსს საქართველოს ნაკრების კარში გატანა შეეძლო, პირველად მისი დარტყმული ლორიამ მოიგეირა, დამატებაზე ესტონელს ნავალოვსკიმ აჯობა და ბურთი მოიშორა.
28-ე წუთზე ვასილიევმა მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმის შესრულებისას ჩაწოდებას ზუსტად კარში დარტყმა ამჯობინა. საბედნიეროდ, ლორიამ დროულად რეაგირება მოასწრო და ბურთს დაეუფლა.
37-ე წუთზე იმავე ვასილიევმა ამჯერად საპირისპირო ფლანგიდან ჩააწოდა, თუმცა კამსმა ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა.