ეთერ ლიპარტელიანი: “ჩემთვის ეს იმდენად რთულია, რომ გათიშული ვარ”

თარიღი: ივლისი 27, 2021

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 21 წლის სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევას მომავალში შეეცდება.

“დიდი მადლობა, ჩემო კეთილო ხალხო, გვერდში დგომის, გამხნევებისა და გულშემატკივრობისთვის. ძალიან მიხარია, ამდენი ადამიანი ნაცნობი თუ უცნობი ყველა მწერს და მადლობას მიხდის ჩემი ბრძოლისა და თავდადებისთვის. მადლობა თქვენ, ქართველო ხალხო, თქვენ მე მაძლიერებთ, საქართველოსა და ქართველი ხალხის სიყვარული ორმაგად ძლიერს მხდის.

თუმცა ძალიან რთულია დარჩე კვარცხლბეკს მიღმა, ხედავდე და აანალიზებდე იმას, რომ შენი ნატვრა და ოცნება სხვას აუსრულდა. ძალიან ბევრი შრომა თუ ტკივილი იმალება ამის მიღმა, თუნდაც ის, რომ შეგეძლო და ვერ შეძელი! ძალიან რთულია ჩემთვის, იმდენად რთული, რომ გათიშული ვარ, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ იმას, რომ ამდენი ხნის ოცნებამ უმედლოდ ჩაიარა. მაგრამ ვპირდები ჩემ თავს, გპირდები საქართველო, რომ არაერთხელ ავაჟღერებთ ჩვენს ჰიმნს და ჩვენი დროშა უამრავჯერ იქნება ყველაზე მაღლა. მადლობა უფალს, მაქვს შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს ღირსება დავიცვა საზღვარგარეთ. მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო. მიყვარხართ სვანებო.

მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც კი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. მადლობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, რომელიც ყველაფერს აკეთებს სპორტსმენებისთვის. მადლობა სპორტის სამინისტროს და ასევე ოლიმპიურ კომიტეტს. მაპატიეთ, რომ ვერ შევძელი მედლის მოპოვება, მაგრამ ამით არ დავნებდებით და ბევრჯერ გაგახარებთ. მადლობა ჩემს უსაყვარლეს მწვრთნელებს გია თენაძესა და კახა მოცრაძეს, რომლებიც ამდენი წელი ჩართული იყვნენ და არიან ჩემს წარმატებაში და არა მარტო ჩემი, ქალთა ძიუდოს წარმატებაში. მადლობა სამედიცინო პერსონალს, ზურაბ კახაბრიშვილსა და მის საუკეთესო გუნდს, რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს ჩვენთვის.

ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! მიყვარხართ ქართველებო, მიხარიხართ! მიხარია, რომ ჩემი ტკივილი გტკივათ და ჩემი წარუმატებლობის გესმით და გვერდში მიდგახართ. სწორედაც რომ ეს ვართ ქართველი ერი!

მადლობა შენ რომ ყველანაირად გვერდში მედექი და ფსიქოლოგიურად ძალიან გამაძლიერე, თემო. ყველანაირად მომამზადე, რომ უმაგრესად ვყოფილიყავი. შენ ვერ მოხვდი ოლიმპიადაზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებდი, რომ მე წარმატებით გამოვსულიყავი და ჩემი ოცნება ამეხდინა. მაგრამ აუცილებლად ავიხდენთ!

დედა, მამა, მახო, ბიძია, დაგამწუხრეთ ძალიან, მაგრამ გპირდებით სანატრელ ოცნებას ყველა ერთად ავიხდენთ. მაპატიეთ, რომ მე ეს ახლა ვერ შევძელი, ძალიან მინდოდა მინდოდა ოქროს მედალი თქვენთვის ჩამომეტანა და ჩემით ამაყები ყოფილიყავით, მაგრამ ვერ შევძელი! დაგამწუხრეთ, მაგრამ ეს იქნება ჩვენი სიძლიერის წყარო, რომ მომავალში აღარასოდეს დავუშვათ შეცდომები”, – აცხადებს ეთერ ლიპარტელიანი.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

დვალიშვილი – მორაისი: პირისპირ დგომი (ვიდეო)

26 სექტემბერს, მერაბ დვალიშვილი UFC-ში მე-9 შეხვედრას გამართავს. ქართველი მებრძოლი 33 წლის ბრაზილიელ მარლონ მორაისს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის ეფექტური გამარჯვება – ქართველს დადებით ბალანსამდე ერთი მოგება აშორებს (ვ

აკი ბაშო, XIII დღე კაგაიაკი – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 7-6 იხილეთ ვიდეო September's Basho 2021 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბალანსი გათანაბრდა – ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა! (ვიდეო)

აკი ბაშო, XII დღე ჩიონოკუნი – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 6-6 იხილეთ ვიდეო September's Basho 2021 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ძამბოლატ თედეევი: ‘საქართველოში მეტს იხდიან. რას ვაკეთებთ ხალხო?’

რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძამბოლატ თედეევმა განაცხადა, რომ რუსეთში ოლიმპიურ ჩემპიონებსა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-4 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

აკი ბაშო, მე-10 დღე ტოჩინოშინი – ტობისარუ ტოჩინოშინის ბალანსი: 4-6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი: “გულგატეხილი და ნაწყენი არ ჰქვია ამას, ეს სხვა ემოციაა”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 125კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

აკი ბაშო, მე-9 დღე ჩიონო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 3-6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი: “ფილმიდან გამომდინარე, რთული სიტუაცია მაქვს”

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა განაცხადა, რომ Netflix-ის ფილმ Extraction 2-ში (დახსნა) გადაღებების გამო, მას საქართველოდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ისგან 5 მილიონს ითხოვს

ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს სასასამართლოში უჩივის და კომპანიისგან 5 მილიონს ითხოვს. საქმე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ძალიან გახარებული და უზომოდ ბედნიერი ვარ” – ავთანდილ ხურციძე თავისუფალი

ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის ციხეს ტოვებს. ქართველ მოკრივეს -წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ის საკანში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

თრეილერი – ფილმი, რომელშიც ლევან საგინაშვილი გადაიღეს (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი რამდენიმე წლის წინ ბრიტანულ-არაბულ ფილმ The Lady of Heaven-ში (სამოთხის ქალბატონი) […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ლაშა ბექაური: ‘რუსი ფრენბურთელები გავიცანი და ვუთხარი…’

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე გადაღებულ კადრებზე კომენტარი გააკეთა. ბექაურმა სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

‘შარდენზე ჩხუბი მოგვივიდა, მაგრამ დღეს შენით ვამაყობ’ – გიგა ჭიკაძისა და

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გულშემატკივართან მიმოწერის სქრინი გამოაქვეყნა. გულშემატკივარი ხუთი წლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე: ‘ბევრს არ სჯერა ჩემი სუფთად მოღვაწეობის, ამ ადამიანებზე ნაწყენი ვარ&#

ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში დოპინგის საკითხზე კომენტარი გააკეთა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის განცხადებით, დღეს ბევრს აქვს იმის […]...
წაკითხვა