ეტოო: “გვარდიოლამ ბოდიში უნდა მომიხადოს”
ვეტერანი ფეხბურთელი, სამუელ ეტოოს აცხადებს, რომ პეპ გვარდიოლას მისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.
კამერუნელმა თავდამსხმელმა გვარდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა და მის პრობლემებზე ისაუბრა.
“პეპს მთელი ცხოვრება “ბარსელონაში” ჰქონდა გატარებული, მაგრამ იმ წლებში, როცა მე იქ ვიყავი, მას გუნდის არ ესმოდა. ის ჩვენი გუდნის ცხოვრებით არ ცხოვრობდა. გვარდიოლას ვუთხარი: “ბოდიშს მომიხდი, რადგან სწორედ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც “ბარსელონას” მოაგებინებს და არა – მესი.”
მაშინ სხვა სიტუაცია იყო, მესის ეპოქა ამის შემდეგ დაიწყო. შეგიძლიათ ჩავის, ინიესტას და დანარჩენებს ჰკითხოთ – ეს ჩემი ეპოქა იყო. “ბარსელონა” ჩემი დამსახურებით იგებდა, გვარდიოლამ კი უნდა მომიბოდიშოს”, – უთხრა ეტოომ beIN SPORTS-ს.
შეგახსენებთ, რომ ეტოოსა და გვარდიოლას ერთად მუშაობა 2008-2009 წლებში მოუწიათ.
"It was me that made #Barca win and Guardiola would ask me for forgiveness."
Why it was @setoo9 and not Messi that deserved credit for Pep's Barcelona success! #beINUCLhttps://t.co/eXFJGUoQFM pic.twitter.com/fS8oH1QINO
— beIN SPORTS (@beINSPORTS) April 9, 2019