ეტოომ “მომავალი მესი” დაასახელა
კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტოომ განაცხადა, რომ კილიან მბაპე “მომავალი მესია”.
“მბაპე მომავალი მესია. მთავარია, მან თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს. იმისათვის, რომ დიდებული კარიერ გქონდეს, ბევრი რამ არის საჭირო. იმედია, ერთ დღეს მასთან საუბრის შანსი მომეცემა”, – უთხრა კამერუნელმა ESPN-ს.
შეგახსენებთ, რომ ეტოო და მესი რამდენიმე წლის განმავლობაში “ბარსელონაში” ერთად თამაშობდნენ.