ევრო-2016-ის კვალიფიკაცია: ჩვენი ჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა დუბლინში საქართველოს ნაკრები ჯონათან უოლტერსის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი შეინარჩუნა.
გერმანიის ნაკრებმა გასვლაზე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ჯგუფს კვლავ ლიდერობს.
მეორე პოზიციაზე დარჩა პოლონეთის ნაკრები, რომელმაც შინ გიბრალტარი ანგარიშით 8:1 გაანადგურა.
ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-8 ტური
ირლანდია — საქართველო 1:0
გოლი: უოლტერსი 69′ (1:0).
გაფრთხილებები: უილანი 74′; მაკკლინი 76′.
ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-8 ტური
შოტლანდია — გერმანია 2:3
გოლები: მიულერი 18′ (0:1); ჰუმელსი 28′ (1:1, ა.გ.); მიულერი 34′ (1:2); მაკარტური 43′ (2:2); გიუნდოგანი 54′ (2:3).
გაფრთხილებები: მორისონი 56′; მელონი 58′.
ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-8 ტური
პოლონეთი — გიბრალტარი 8:1
გოლები: გროსიცკი 8′ (1:0); გროსიცკი 15′ (2:0); ლევანდოვსკი 19′ (3:0); ლევანდოვსკი 29′ (4:0); მილიკი 56′ (5:0); ბლაშიკოვსკი 59′ (6:0, პენ.); მილიკი 72′ (7:0); კაპუსტკა 74′ (8:0); გოსლინგი 87′ (8:1).
გუნდი | თ | მ |
ფ | წ | გატ | მიღ | +/- | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
გერმანია | 8 | 6 | 1 | 1 | 22 | 7 | 15 | 19 |
პოლონეთი | 8 | 5 | 2 | 1 | 29 | 7 | 22 | 17 |
ირლანდია | 8 | 4 | 3 | 1 | 17 | 5 | 12 | 15 |
შოტლანდია | 8 | 3 | 2 | 3 | 14 | 10 | 4 | 11 |
საქართველო | 8 | 2 | 0 | 6 | 5 | 14 | -9 | 6 |
გიბრალტარი | 8 | 0 | 0 | 8 | 2 | 46 | -44 | 0 |