EUROPE-BET-ის კვირის გუნდი
ევროპა-ბეთის ახალი რუბრიკა გრძელდება, რომელიც წინა შაბათ-კვირის ტოპ ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებს ეძღვნება.
მაშ ასე, განვლილი კვირის გუნდი ასე გამოიყურება:
გასული შაბათ-კვირის მატჩების მიხედვით, 4-2-3-1 სქემა ავირჩიეთ.
მეკარედ სერხიო ალვარესი ავირჩიეთ, რომლის საიმედო თამაშმა „სელტას“ „ბარსელონასთან“ მატჩში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე კელუმ ჩემბერსი გამოირჩა. ახალგაზრდა მცველმა „ბარნლისთან“ ანგარიშით 3:0 მოგებულ მატჩში არამხოლოდ საგოლე გადაცემა გააკეთა, არამედ, გოლიც გაიტანა.
საპირისპირო ფლანგზე გაელ კლიში გამოირჩა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა.
დაცვის ცენტრის ტანდემი ჟერომ ბოატენგისა და შკოდრან მუსტაფისგან შედგება. განელმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩში ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ჯამში ბურთს 116-ჯერ შეეხო, ხოლო „ვალენსიას“ გერმანელი მცველი „ვილიარეალთან“ დუბლის წყალობით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
სესკ ფაბრეგასი წარმატებით თამაშს აგრძელებს. ქპრ-სთან თამაშში ესპანელმა საგოლე გადაცემა მიითვალა და ბურთს 124-ჯერ შეეხო. მასთან ერთად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კევინ დე ბრუინე გამოირჩა, რომლის „ვოლფსბურგმა“ „შტუტგარტი“ გასვლაზე 4:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში დე ბრუინემ გოლიც გაიტანა.
პაოლო დე ჩელიეს დუბლის წყალობით სერია ა-ს აუტსაიდერმა „პარმამ“ მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო და თანაც მილანის „ინტერი“ დაამარცხა.
ევროპა-ბეთის სიმბოლურ გუნდში კვლავ მოხვდა ალექსის სანჩესი. ჩილელმა ამჯერადაც ბრწყინვალედ ითამაშა, მეტოქის კარისკენ შვიდჯერ დაარტყა და დუბლიც მიითვალა.
შვიდი დარტყმა არიენ რობენმაც მიითვალა. ჰოლანდიელმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩში პენალტიც ზუსტად შეასრულა, რითაც თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„გრანადას“ კარში გატანილი გოლით კრიშტიანუ რონალდუმ პრიმერა დივიზიონის ბომბარდირთა დავაში ნეიამრს გაუსწრო. ამჟამად პორტუგალიელის ანგარიშზე 17 გოლია.