Europe-bet-ის კვირის გუნდი
ევროპა-ბეთის ახალი რუბრიკა გრძელდება, რომელიც განვლილი შაბათ-კვირის ტოპ ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებს ეძღვნება.
მაშ ასე, განვლილი კვირის გუნდი ასე გამოიყურება:
გასული შაბათ-კვირის მატჩების მიხედვით, 4-2-3-1 სქემა ავირჩიეთ
მეკარედ მანუელ ნოიერი ავირჩეთ, რომელიც „ჰოფენჰაიმთან“ ანგარიშით 4:0 მოგებულ მატჩში საიმედოდ თამაშობდა.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე კვლავ დანიელ ალვესი გამოირჩა. „სევილიასთან“ ანგარიშით 5:1 მოგებულ შეხვედრაში ბრაზილიელმა 58 ზუსტი გადაცემა გააკეთა და თითქმის ყველა ორთაბრძოლაში იაქტიურა. დანიმ 14 მიღებული დუელიდან 10 დუელში იმარჯვა. საპირისპირო ფლანზე „ნანტის“ მცველი ოლივიე ვენიუ იყო, რომელიც „სენტ-ეტიენთან“ მატჩში (0:0) ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. რაც შეეხება დაცვის ცენტრს, აქ ვენიუს მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ლოიკ პერინის გამორჩევა შეიძლება – პერინმა 17 ორთაბრძოლიდან 17 მოიგო და ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ათჯერ გამოიტანა. მასთან ერთად „ჩეზენას“ მცველი სტეფანო ლუკინიც დავაყენეთ – 34 წლის ვეტერანმა „სამპდორიასთან“ მატჩში ბურთი მეტოქეს ოთხჯერ აართვა და საჯარიმოდან ასევე ათჯერ გამოიტანა.
ნახევარდაცვის ცენტრში გასულ შაბათ-კვირას საუკეთესოები იაია ტურე და პოლ პოგბა იყვნენ. „მანჩესტერ სიტის“ შუახაზელმა „სუონსისთან“ მატჩში ფერნანდინიოსთან გათამაშებული ბურთის შემდეგ გოლი გაიტანა. საბოლოოდ, „ქალაქელებმა“ 2:1 იმარჯვეს. რაც შეეხება პოგბას, „ლაციოსთან“ თამაშში მან სამჯერ დაარტყა და ორი გოლიც გაიტანა.
საინტერესოდ შემტევი ნახევარმცველების ტრიოც გამოიყურება. ამ პოზიციაზე ნეიმარი, პაიე და პასტორე გამოირჩნენ. ნეიმარმა „სევილიასთან“ მატჩში გოლი გაიტანა და მესის ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა. ორი საგოლე პასი „ბორდოსთან“ მატჩში პაიემაც მიითვალა, ხოლო ხავიერ პასტორემ „მეტს“ გოლი გაუტანა, მეორე ნახევარში კი ერთ-ერთი ეპიზოდში გულშემატკივრებს ბრწყინვალე ილეთი უჩვენა.
და ბოლოს, თავდამსხმელის პოზიციაზე, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი გამოირჩა, რომელმაც „სევილიასთან“ ჰეთთრიკი შეასრულა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბობმარდირის წოდებაც მიიღო.