EUROPE-BET-ის კვირის გუნდი
ევროპა-ბეთის ახალი რუბრიკა გრძელდება, რომელიც განვლილი შაბათ-კვირის ტოპ ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებს ეძღვნება.
მაშ ასე, განვლილი კვირის გუნდი ასე გამოიყურება:
გასული შაბათ-კვირის მატჩების მიხედვით, 4-1-3-2 სქემა ავირჩიეთ. მეკარის პოზიციაზე „რეიმსის“ კარის დარაჯი ჯონი პლასიდი ავირჩიეთ, რომელმაც თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა – მატჩის მიმდინარეობისას გააკეთა ხუთი სეივი, სამჯერ მეტოქის მიერ ჩამოწოდებულ ბურთზე ითამაშა და ერთხელ პირისპირ გასულ მეტოქეს აჯობა.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჯონი ჰეიტინგა ავირჩეთ, რომელიც „ჰამბურგთან“ ანგარიშით 3:0 მოგებულ მატჩში თავის პოზიციაზე საიმედო თამაშითა და გოლით გამოირჩა. საპირისპირო ფლანგზე კი, თავი დანილო აველარმა გამოიჩინა,რომელმაც „კალიარის“ ანგარიშით 4:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. რაც შეეხება დაცვის ცენტრს, აქ პეპე და ნალდო გამოირჩნენ. „რეალის“ მცველმა კარგად თამაშის გარდა, „ბარსელონასთან“ პრინციპულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა, ხოლო „ვოლფბსბურგის“ მცველმა ნალდომ საიმედო თამაშის გარდა, მაყურებლებს თავი გოლითა და საგოლე გადაცემით დაამახსოვრა.
საყრდენ ნახევარმცველად არჩეული კრამერი მრისხანე „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩი დაუღალავი იყო, თავი არ დაზოგა და “მიუნხენგლადბახმა” გოლი რომ არ გაუშვა, ამაში მისი განსაკუთრებული წვლილი დაიდო.
განვლილი კვირის ერთ-ერთი გმირი „ნიცას“ შემტევი კარლოს ედუარდო იყო, რომელმაც „გენგამს“ ხუთი გოლი გაუტანა.
სიმბოლურ გუნდში ბერლინის „ჰერტას“ კიდევ ერთი მოთამაშე მოხვდა. ბენ-ჰატირამ „ჰამბურგთან“ ხსენებულ მატჩში დუბლის შესრულება შეძლო, მისი ერთ-ერთი გოლი კი ბუნდესლიგის ტურის გოლების ხუთეულში შევიდა. გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა სიმონ ტაიდერი – „სასუოლოს“ ნახევარმცველმა თავი „პარმასთან“ შეხვედრაში გამოიჩინა.
ჰეთთრიკი შეასრულა გონსალო იგუაინმა, რომელიც ევროპა-ბეთის სიმბოლურ ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე ალექსის სანჩესთან ერთად მოხვდა. თავის მხვრივ, „არსენალის“ ჩილელმა ლეგიონერმა „სანდერლენდს“ ორი გოლი გაუტანა და არსენ ვენგერის გუნდის აქტივში სამი ქულა ჩაწერა.