EUROPE-BET-ის კვირის გუნდი
ევროპა-ბეთის ახალი რუბრიკა გრძელდება, რომელიც განვლილი შაბათ-კვირის ტოპ ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებს ეძღვნება.
მაშ ასე, განვლილი კვირის გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარის პოზიციაზე „დეპორტივოს“ კარის დარაჯი ფაბრიციო ავირჩიეთ, რომელმაც მიმდინარე სეზონის პრიმერა დივიზიონის ჯერჯერობით ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ „ვალენსიასთან“ საიმედოდ იდგა, მისმა გუნდმა კი მეტოქე სოლიდური ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე დანი ალვესი გამოირჩა, „ბარსას“ მოთამაშემ „ეიბართან“ განვლილი ტურის მატჩში დაცვაში კარგად თამაშის გარდა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. რაც შეეხება დაცვის საპირისპირო, მარცხენა ფლანგს, ამ პოზიციაზე „ევერტონის“ მცველი ლეიტონ ბეინსი გამოირჩა, რომელმაც ორი საგოლე პასი მიითვალა. იგივეს მის თანაგუნდელზე, ცენტალურ მცველ ფილ ჯაგიელკაზეც ვიტყოდით, რომელიც EUROPE-BET-ის კვირის გუნდში ასევე მოხვდა. ბეინსის პასით ერთი გოლი სწორედ ჯაგიელკას ანგარიშზეა. მასთან ერთად დაცვის ცენტრში დავიდე ასტორიც ავირჩეთ, მისმა „რომამ“ ბოლო ტურში „კიევო“ 3:0 დაამარცხა. ის ფაქტი, რომ „ჯალოროსიმ“ ხსენებულ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, სწორედ დავიდის დამსახურებაა.
ზედიზედ მეორედ სიმბოლურ ნაკრებში სესკ ფაბრეგასი მოხვდა. ამჯერად ესპანელმა ნახევარმცველმა მაყურებლებს თავი გოლით დაამახსოვრა, რომელიც, სხვათაშორის, მისთვის „ჩელსის“ მაისურით პირველი აღმოჩნდა. საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ფაბრეგასთან ერთად „ლაციოს“ შუახაზელი კანდრევაც მოხვდა. რომაელთა ერთ-ერთმა ლიდერმა „ფიორენტინასთან“ გასვლით მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობით გამოირჩეოდა.
კვირის გუნდში ოსკარიც შევიყვანეთ, რომელმაც ბოლო ტურში „კრისტალ პალასთან“ შეხვედრის მოგებაში არანაკლები წვლილი შეიტანა, საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა და სესკი საგოლე პასით მოამარაგა.
განვლილი უიქენდის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, რა თქმა უნდა, „საუთჰემპტონი“ – „სანდერლენდი“ გამოდგა – მასპინძლებმა სტუმრები ანგარიშით 8:0 გაანადგურეს, ოთხი საგოლე პასითა და ერთი გატანლი გოლით კი ამ შეხვედრაში დუშან ტადიჩი გამოირჩა, რომელიც სიმბოლურ გუნდში ასევე მოხვდა.
წარმატებული ბოლო ტური პირადად ხოსე მარია კალეხონისთვისაც გამოდგა – ესპანელმა შემტევმა „ინტერთან“ გასვლით თამაშში დუბლი გაიფორმა, თუმცა მისმა გუნდმა მილანიდან მხოლოდ ქულა წამოიღო.
და ბოლოს, ერთადერთი თავდამსხმელის პოზიციაზე სერხიო აგუერო მოხვდა. მოგეხსენებათ, არგენტინელმა „ტოტენჰემთან“ მატჩში პოკერი გაიფორმა, რისი წყალობით „ქალაქელებმა“ 4:1 იმარჯვეს.