#შაბათის ევროტური: ბასკური კოშმარები “ბარსას” კვლავ არ ასვენებს, ჰიდინკმა კი როგორც იქნა წააგო
შაბათი, 2016 წლის 9 აპრილი: დღე, როდესაც “ვესტ ჰემმა” და “არსენალმა” ქულები გაიყვეს, რანიერი კი გახარებულია.
ინგლისი. ქალაქელები ბრძოლას კვლავ განაგრძობენ
“ქალაქელებმა” შინ “ვესტ ბრომვიჩი” მიიღეს, რომელიც პირველ მატჩში ადვილად, 0-3 დაამარცხეს გასვლაზე. თუმცა “ეტიჰადზე” მოვლენები სხვაგვარად წარიმართა: მეექვსე წუთზე სტეფან სესენიონმა შესანიშნავი გოლი გაუტანა ჰარტს, თანაც ახლო კუთხეში – ასეთი რამ იბრამაც ვერ გააკეთა ოთხშაბათს. გოლის მომენტში კოლაროვმა იმდენად ინერტულად ითამაშა, რომ პეპმა მაშინვე გადაურეკა შეიხებს და მისი რომელიმე ჩემფიონშიპის გუნდში გაყიდვა მოსთხოვა.
თუმცა, სერბმა მცველმა 10 წუთში ისეთი შეუსრულა “ვესტ ბრომვიჩს”, რომ გვარდიოლამ თავში ხელი ირტყა – ეს რა ვქენიო. საუბარია კოლაროვის ბრწყინვალე გარღვევაზე, რომლის შედეგადაც მასპინძლებმა პენალტი მოიპოვეს. პენალტი აგუერომ გოლად გარდასახა. მატჩი კი 66′-ე წუთზე დასრულდა, როცა აგუეროსა და ნასრის აქტიურობას მომდევნო გოლი მოჰყვა.
მაილი საირუსის მსგავსად მელირებულმა თმებმა შედეგი გამოიღო: დააბნია მეტოქე გუნდის ფეხბურთელები, რამაც საბოლოოდ ნასრი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახადა.
Nasri lowkey looks like Miley Cyrus pic.twitter.com/lqiHYYTtI2
— Nathan (@synqi) April 9, 2016
და კიდევ: • გუნდმა, რომელიც ინგლისის ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას, ლიდის ზედიზედ ორი მატჩი პირველად მოიგო ოქტომბრის შემდეგ.
ინგლისი. გუსის მოსვლის შემდეგ, “არისტოკრატებმა” ლიგაში პირველად იწვნიეს მარცხი
როგორც ჩანს, “ჩელსი” მომავალ სეზონს ევროპული ტურნირების გარეშე გაატარებს. მართალია, რომ ჰიდინკის ხელში “არისტოკრატები” არც თუ ისე ცუდად გამოიყურებიან, თუმცა არის ჩავარდნებიც. ისეთი, როგორიც შაბათს იყო. გუს ჰიდინკის მოსვლიდან გუნდს პრემიერ ლიგაში არცერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული, თუმცა ზღაპარი დასრულდა: გვიდოლინის “სუონსი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონატში “ჩელსი” დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი კი მონტეროს მიერ იქნა ორგანიზებული, სიგურდსონის მიერ კი შესრულებული.
Chelsea have lost their first Premier League game since Guus Hiddink took charge in December 2015. pic.twitter.com/gtAfaRxM4Z
— Squawka Football (@Squawka) April 9, 2016
საბოლოო ჯამში გუნდი ყველა ტურნირიდან გამოვარდა და ყველანაირი შანსი დაკარგა წარმატებისა. ეს ყველაფერი კი “მელიების” თავკაცს, კლაუდიო რანიერის ძალიან ახარებს, რამეთუ ჩემპიონატის მიწურულს მის კლუბს უმოტივაციო ლონდონელებთან მოუწევთ დაპირისპირება.
ინგლისი. “ვესტ ჰემისა” და “არსენალის” მატჩში გამარჯვება მხოლოდ ნეიტრალურ მაყურებლებს დარჩათ
შაბათის ყველაზე გამორჩეული მატჩი. არსენ ვენგერის გუნდი 0:2-ს უგებდა “ჩაქუჩებს” (იოზილისა და სანჩესის გოლების წყალობით), თუმცა 44-ე წუთზე ნამდვილი შოუ დაიწყო, რომლის მთავარი გმირიც ენდი ქეროლი გახლდათ.
44-ე წუთზე ქეროლმა კრესუელის პასი გამოიყენა, 46-ე წუთზე კი პაიეს დაუფასა შრომა. ასე რომ პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში 2-2 იყო. მატჩის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე “ჩაქუჩებმა” “მეთოფეთა” კარისკენ გაიწიეს. ანტონიოს დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, რის შემდეგაც ქეროლთან მივიდა, ამ უკანასკნელმა კი დიდი სიამოვნებით გაიფორმა ჰეთ-ტრიკი.
Andy Carroll has just scored his second ever Premier League hat trick.
What a time to do it. pic.twitter.com/XKTX158G8R
— Squawka Football (@Squawka) April 9, 2016
მართალია “არსენალმა” (კერძოდ კი კოშელნიმ) გაათანაბრა, თუმცა სიტუაცია მაინც მძიმზე: “ლესტერთან” ჩამორჩენა უკვე 10 ქულაა. სამაგიეროდ ქეროლის საქმეები ბრწყინვალედ მიდის – მედია უკვე ალაპარაკდა მის ევრო-2016-ზე მოხვედრის შანსებზე.
და კიდევ:
• ქეროლმა 10-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით – წლევანდელი სეზონის რეკორდი. მათი ნახევარი კი კარში წავიდა.
და კიდევ, ინგლისში:
• ალან პარდიუს “კრისტალმა” 2016 წლის პირველი გამარჯვება მოიპოვა – პარდიუს შეგირდებმა “ნორვიჩს” აჯობეს (1-0).
ესპანეთი. “ბარსელონამ” “ატლეტიკოსთან” მატჩამდე კარგად დაისვენა
და წააგო “სოსიედადთან”, “სოსიედადის” სტადიონზე ზედიზედ მეოთხეჯერ. ერთადერთი გოლი მიკელ ოიარსაბარმა და ხავი პრიეტომ შექმნეს მატჩის დაწყებისთანავე. დარჩენილი დრო კი “ბარსელონა” ცდილობდა, ცდილობდა თუმცა ამაოდ.
იქნებ მასპინძლებს უბრალოდ გაუმართლათ?
ბურთის ფლობის მხრივ, “ბლაუგრანა” უდიდეს უპირატესობას ფლობდა: 72% 28%-ის წინააღმდეგ. პასების სიზუსტის მხრივაც: 86% 62%-ის წინააღმდეგ. კატალონიელებმა კუთხურიც მეტი ჩამოაწოდეს: 9, 5-ის წინააღმდეგ. კარშიც მეტჯერ დაარტყეს – 13-ჯერ, მასპინძლებმა – 5-ჯერ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს “ბარსას” ტიპიური მარცხი იყო.
Barcelona. One love.
Подорожник к фотке нужно приложить ???????????? pic.twitter.com/W2VJKYF5ug— Johnny Jr. Todd (@blaugranas_91) April 9, 2016
და კიდევ ესპანეთში:
• “რეალმა” შინ “ეიბარი” გაანადგურა (4:0). ხამესმა შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა. გაიტანა რონალდომაც, მართალია ცარიელ კარში, თუმცა ლამაზად. გაიტანეს ვასკესმა და ხესემაც. რაც მთავარია, “ბლანკოსი” 4 ქულით დაუახლოვდა “ბარსას”, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ “ბლაუგრანას” კიდევ ორჯერ დაუცდება ფეხი.
• მესიმ 7-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, თუმცა მე-500-ე გოლი კვლავ არ ჩანს.
Cristiano Ronaldo, take a bow.
He's made yet more La Liga history today.https://t.co/GBmPhojulD pic.twitter.com/iRwFb5r06i
— BBC Sport (@BBCSport) April 9, 2016
• “ატლეტიკოს” ჩამორჩენა “ბარსასთან” კი მხოლოდ 3 ქულაა. შაბათს მადრიდელები ამ კვირაში მეორეჯერ ეწვივნენ კატალონიას, თუმცა ამჟამად “ესპანიოლთან” სათამაშოდ. მასპინძლებმა ანგარიში პირველებმა გახსნეს, თუმცა სიმეონეს გუნდმა ტორესის, გრიზმანისა და კოკეს გოლებით უპასუხეს. 1-3.
გერმანია. “ბავარიას” გაუჭირდა
პეპის მდგომარეობა რთულია: ერთი მხრივ “სიტიზე” ფიქრობს, მეორ მხრივ კი “ბაიერნზე”. ფიქრობს ჩემპიონთა ლიგაზეც . თუმცა როგორც ჩანს, ბუნდესლიგაზე ფიქრს ვერ ახერხებს. რიბერისა და ალბას მიერ გატანილი გოლების შემდეგ, “ბაიერნი” “შტუტგარდთან” მატჩში მოეშვა და ძალების დაზოგვა სცადა.
David Alaba & Douglas Costa on target in 3-1 victory as Bundesliga leaders Bayern go 8 points clear in Germany. #UCL pic.twitter.com/TTcI0andY0
— Champions League (@ChampionsLeague) April 9, 2016
მატჩში ინტრიგა დიდავიმ შემოიტანა, რომელმაც ნოიერის კარის აღება მოახერხა. “რეკორდმაისტერმა” და “შტუტგარდმა” კარგა ხანი იწვალეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ბავარიელებს დარჩათ – მატჩის მიწურულს დუგლას კოშტამაც გაიტანა. 1-3.
იტალია. “იუვე” “მილანს” კვლავ უგებს
სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდი, რომელიც ასე თუ ისე კარგ ფორმაშია, “იუვეს” დაუპირისპირდა. 4-4-2 სქემაში სინიშამ ბალოტელისთვისაც გამოძებნა ადგილი, რომელსაც ბაკა ეხმარებოდა. თავიდან ყველაფერი მილანელთა სასარგებლოდ დაიწყო, მე-18 წუთზე ანგარიში სანდროს გოლის წყალობით 1-0 იყო.
Pogba celebrates his goal. pic.twitter.com/Q9Z9wlKHhc
— Khaled Al Nouss (@KhaledAlNouss) April 9, 2016
თუმცა “ბებერ ქალბატონს” დანებება არ სჩვევია. ტურინელებმა მანჯუკიჩისა და პოლ პოგბას გოლების წყალობით კვლავ მოახერხეს “როსონერის” დაჯაბნა.
და კიდევ, იტალიაში:
• “ინტერმა” გასვლაზე “ფორზინონე” დაამარცხა. გოლი გაიტანა იკარდიმ, რომლისთვისაც ეს მე-100-ე მატჩში 50-ე გოლი გამოდგა. მანჩინი მეოთხეზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე 8 ქულა აშორებს.