“ევერტონი” დევიდ მოიესის კანდიდატურას განიხილავს
მიმდინარე სეზონში “ევერტონი” არც თუ ისე კარგად გამოიყურება, ამიტომაც გუნდის ხელმძღვანელობა რონალდ კუმანის დათხოვნაზე ფიქრობს.
ცნობილი გამოცემა The Mirror-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლივერპულელები დევიდ მოიესის კანდიდატურას განიხილავენ, ის თერთმეტი წლის განმავლობაში წვრთნიდა “ევერტონს” და სწორედ მოიესის ხელში მიაღწია ამ გუნდმა წარმატებას, ამის შემდეგ მან “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა, სადაც ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი ჩაანაცვლა, მაგრამ “იუნაიტედმა” მის ხელში რეგრესი განიცადა.
მოიესის სამწვრთნელო კარიერა არც “სოსიედადსა” და “სანდერლენში” გამოდგა წარმატებული, სწორედ ამ უკანასკნელის ჩემპიონშიპში დაქვეითების შემდეგ დარჩა ის უგუნდოდ. მისი სახელს ბოლო პერიოდში მშობლიურ შოტლანდიის ნაკრებსაც უკავშირდებოდა, საინტერესოა თუ სად იმუშავებს გამოცდილი სპეციალისტი.