“ევერტონი” ევანსის გადაბირებას აპირებს
ტრავმებისა და ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო ჯონი ევანსმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუანიტეიდს” მცველი კლუბს გამოიცვლის.
უცხოური მედიის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “ევერტონის დამრიგებელი, რობერტო მარტინესი იჩენს.
მოსალოდნელია, რომ ევანსის სანაცვლოდ “იუნაიტედი” დაახლოებით 10 მილიონ გირვანქას მოითხოვს.