“ევერტონი” კონეს გაუხანგრძლივებს
როგორც ცნობილია, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება სულ მალე გაფორმდება.
Liverpool Echo-ს ინფორმაციით, “ევერტონის” ხელმძღვანელობა არუნა კონეს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თითქმის უკვე შეუთანხმდა.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის თავდამსხმელის მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა სეზონის ბოლოს გასდის, ამიტომაც, მხარეებმა გადაწყვიტეს, შეთანხმება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ.
შეგახსენებთ, კონე ლივერპულელთა შემადგენლობას 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 12 მატჩი, ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.