“ევერტონის” თვის საუკეთესო გოლის ავტორად 9 წლის ჯორჯი დასახელდა
“ევერტონის” თვის საუკეთესო გოლის ავტორად 9 წლის ბიჭუნა, ცერებრალური დამბლით დაავადებული ჯორჯ შოუ დასახელდა.
9 წლის ჯორჯმა “ევერტონის” ფანების ყურადღება Twitter-ზე ატვირთული ვიდეოს შემდგომ მიიქცია, სადაც ის ფეხბურთს თამაშობს. ვიდეოს ჟერარდ დეულოფეუ გამოეხმაურა, რომელმაც მას “სუონსისთან” გასამართი მატჩის ბილეთი აჩუქა.
მისი საყვარელი გუნდის მიერ ჩატარებული მატჩის ყურების შემდგომ, ჯორჯი მოედანზე მიიწვიეს, სადაც მან გოლის გატანაც მოახერხა.
ჯორჯის გოლმა გულშემატკივართა 86.07 პროცენტის მხარდაჭერა დაიმსახურა.
Here's the moment 9-year-old George scored at the Gwladys St End after being invited to the game by @gerardeulofeu.https://t.co/IPVQJjzujf
— Everton (@Everton) January 24, 2016
“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას მოვახერხებდი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინამაც ხმა მომცა. ახლა კი მოუთმენლად ველი სეზონის საუკეთესო გოლის გამოცხადებას.”