“ევერტონმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ საწყის წერტილს დაუბრუნდა – ოლე გუნარ სულშერის მეთაურობით “წითელი ეშმაკუნები” “გუდისონ პარკზე” უმოწყალოდ განადგურდნენ. “პარი სენ-ჟერმენის” გამოგდების შემდეგ ეს მათი რიგით მეექვსე მარცხია მერვე შეხვედრაში.
ანგარიში შეხვედრის მე-13 წუთზე რიჩარლისონმა გახსნა უძლიერესი მაკრატელა დარტყმით, რასაც 28-ე წუთზე სიგურდსონის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული დარტყმა მოყვა. საპასუხოდ, “მანჩესტერ იუნაიტედს” პირველ ტაიმში ერთხელაც არ დაურტყამს კარში.
ვითარება არც მეორე ტაიმში შეცვლილა. შეხვედრის 56-ე წუთზე დინიემ მესამე გოლი გაიტანა დე ხეას კარში, საბოლოო ანგარიში კი ტეო უოლკოტმა დააფიქსირა თამაშის 64-ე წუთზე – 4:0.
ასე რომ, დიდი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშება და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.