“ევერტონმა” პრემიერ ლიგაში ანტი-რეკორდი დაამყარა

თარიღი: მარტი 5, 2016

5 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში, “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

შეხვედრის 34-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა მოედნიდან ლივერპულელთა შემტევი კევინ მირალასი გააძევა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში “ევერტონს” ფეხბურთელი 82-ჯერ გაუძევეს, ასეთი მაჩვენებელი კი არცერთ სხვა კლუბს არ აქვს.

მსგავსი სიახლეები