“ევერტონს” რემი აინტერესებს
“ნიუკასლის” ფორვარდი ლოიკ რემი “ევერტონის” ინტერესტა სფეროში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფრანგი “ნიუკასლის” ღირსებას იჯარის წესით იცავს. ფეხბურთელი “ქუინზ პარკ რეინჯერსს” ეკუთვნის.
The Telegraph-ის ცნობით, ლივერპულური კლუბის ხელმძღვანელები რემის სახით რომელუ ლუკაკუს შემცველს ხედავენ, რომელიც “ევეროტონს” მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და “ჩელსის” დაუბრუნდება.
უახლოეს მომავალში “ევერტონი” ოფიციალურად დაიწყებს მოლაპარაკებებს რემის თაობაზე. სატრანსფერო თანახად 10.5 მილიონი გირვანქა სახელდება.
მიმდინარე სეზონში პრემირლიგაში რემიმ 22 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.