ევრა: “სუარესმა “ზანგი” მიწოდა, “სკაუზერები” ჩემ ოჯახს სიკვდილით ემუქრებოდნენ”

თარიღი: მაისი 5, 2020

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან 2011/12 წლების სეზონში ლუის სუარესთან მომხდარ ინციდენტზე გულღიად ისაუბრა.

“ვფიქრობ, ხალხმა არ იცის, რა ხდებოდა რეალურად. ყველაფერი “ლივერპულთან” მატჩში დაიწყო. ძალიან კარგად ვთამაშობდით. კუთხურის მოწოდებისას მე სუარესს ვმეურვეობდი. ესპანურად მან ასეთი რამ მითხრა – “არ შემეხო, ზანგებს არ ველაპარაკები”. ალბათ არ იცოდა, რომ ესპანური მესმოდა. ვთხოვე ნათქვამი გაემეორებინა და მან ზანგი კიდევ ერთხელ მიწოდა.

მსაჯმა (ანდრე მარინერი) შეამჩნია, რომ ჩვენ შორის რაღაც პრობლემა იყო. ალბათ დაინახა, როგორ შემეცვალა გამომეტყველება და მკითხა, იყო თუ არა რიგზე ყველაფერი. ვუთხარი, რომ მან რასისტული შეურაცხყოფა მომაყენა, მან კი მიპასუხა – “გასაგებია, ამაზე მატჩის შემდეგ დავილაპარაკებთ. თამაში განაგრძე და სისულელე არ გააკეთო”.

მახსოვს, მატჩის მიმდინარეობისას საკუთარ თავს ვეუბნებოდი – “ახლა რომ დაარტყა, ხალხი შენ გაგამტყუვნებს. საერთოდ არ დააინტერესებთ, თუ რა გითხრა მან. არ გააკეთო, არა, არა…”. მატჩზე საერთოდ არ ვიყავი კონცენტრირებული.

მატჩის შემდეგ სერ ალექსმა მკითხა მომხდარის შესახებ. დე ხეამ ყველაფერი მოუყვა, მანაც გაიგონა. ჩვენ მაშინვე მივედით მსაჯთან და ამ თემაზე გავესაუბრეთ. ყველაფერი მოვუყევი და მომდევნო დღეს… პატრის ევრას სახელი ყველა გაზეთში იყო. მეგონა, მხოლოდ მსაჯსა და ჩვენ შორის დარჩებოდა.

გაზეთებში გამოჩენის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან ბევრ მუქარის წერილს იღებდა ჩემი მისამართით. ხალხი მწერდა: “ლივერპულის” ფანები ვართ, ციხეში ვიმყოფებით. როდესაც აქიდან გამოვალთ, შენც მოგკლავთ და შენ ოჯახსაც.” ორი თვის განმავლობაში ყველგან დაცვასთან ერთად ვმოძრაობდი. მათ ჩემი სახლის წინ ეძინათ. ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ საერთოდ არ მეშინოდა, რასაც ჩემ ოჯახზე ვერ ვიტყვი – ჩემ მეუღლესა და ძმას ეშინოდათ. არ მესმოდა რატომ ვძულდი ხალხს ასე ძლიერ. მათ სიმართლე არ იცოდნენ,” – ვციტირებთ ევრას სიტყვებს.

ბრიტანული ფეხბურთის ასოციაციამ სუარესი დამნაშავედ ცნო და 8-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად 40 000 ფუნტის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრა.

“შემდეგში ლუის სუარესმა თავის გამართლება დაიწყო, ამბობდა, რომ სიტყვა “ზანგს” (Negro) ისე იყენებდა, როგორც “მეგობარს”. მე კი ვუთხარი, რომ ეს ჩემი სახელი არ იყო. დედაჩემმა სახელი დამარქვა და არა ფერი. შეიძლება სამხრეთ ამერიკაში ეს მიღებული ტონი იყოს, მაგრამ ჩემი სახელი პატრისი არის და არა “შავი”.

სუარესის დაჯარიმების შემდეგ, “ლივერპული” მომდევნო მატჩში სპეციალური მაისურებით გამოვიდა, რომელზეც იყო წარწერა – “მხარდაჭერა სუარესს”. ძალიან მიკვირდა ასეთი რამ. როგორ შეეძლო კლუბს მხარი დაეჭირა მისთვის ასეთ სიტუაციაში. თუმცა, ჯეიმი კარაგერმა რვა წლის შემდეგ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ არასწორად მოიქცნენ, რაც ძალიან მესიამოვნა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

მე არასოდეს ვუწოდებ სუარესს რასისტს, რადგანაც მას პირადად არ ვიცნობ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც “იუვენტუსის” მაისურით ვთამაშობდი, მე მას ხელი ჩამოვართვი და გავესაუბრე კიდეც. ძალიან მალე ვპატიობ ადამიანს. მაგრამ უბრალოდ არ მესმის, როდესაც ვიღაც ზარალდება, რატომ მოუწოდებენ მედიაში რომ ტირილი შეწყვიტოს. მე არ ვტირი,” – დაამატა ევრამ.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა