ევრა: “რონალდუ სახლში თუ დაგპატიჟებთ, უბრალოდ უარი უხარით”
პატრის ევრამ პრესასთან საუბრისას ის დღე გაიხსენა, როდესაც რონალდუს სახლში ეწვია და ამ უკანასკნელის ცხოვრების წესმა დიდად გააოცა. შეგახსენებთ, რომ ევრა და რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” ერთმანეთის თანაგუნდელები იყვნენ.
“მინდა რჩევა მივცე ნებისმიერს, ვისაც რონალდუ ლანჩზე დაპატიჟებს საკუთარ სახლში, უბრალოდ უარი უთხარით მას,” – აცხადებს ფრანგი მცველი ხუმრობით.
“ვარჯიშის შემდეგ მასთან სადილობა შემომთავაზა. მეც ძალიან დაღლილი ვიყავი და დავთანხმდი. როცა მაგიდასთან დავსხედით, მხოლოდ სალათი და ქათმის ხორცის მცირე ულუფა დავინახე და წყალიც – არანაირი წვენი. ხორცის დიდ ნაჭრების შემოტანას ველოდი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
როგორც კი ჭამა დაასრულა, გარეთ გავიდა და ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყო, რაღაც ილეთებს ამუშავებდა. ერთად ვარჯიში შემომთავაზა, მე კი ისევ ჩემს საჭმელზე ვფიქრობდი. დავთანხმდი ვარჯიშს. ვარჯიშის შემდეგ კი საცურაოდ დამპატიჟა.
სწორედ ამიტომ ვურჩევ ხალხს, რომ რონალდუს არ გაყვენ – არა იმიტომ, რომ ცუდი ადამიანია – უბრალოდ ის არასოდეს წყვეტს ვარჯიშს, ნამდვილი მანქანაა,” – აცხადებს ევრა.