ევრა: “თითო გუნდში ორი გეი ფეხბურთელი მაინც არის”
“მანჩესტერ იუნაიტედის”, “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა პატრის ევრამ ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმის საკითხზე კომენტარი გააკეთა.
ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ახლა თითო გუნდში მინიმუმ ორი გეი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ამაზე ღიად არ საუბრობენ.
“როცა ინგლისში ვთამაშობდი, მოგვიყვანეს პიროვნება, რომელიც გუნდს ჰომოსექსუალიზმზე ესაუბრებოდა. ჩემმა რამდენიმე კოლეგამ თქვა: “ეს ჩვენს რელიგიას ეწინააღმდეგება. თუ გუნდში ჰომოსექსუალი გვეყოლება, მას გავაგდებთ.”
მაშინ ვთქვი: “მოკეტეთ!” მყოლია რამდენიმე ისეთი თანაგუნდელი, რომელიც გეი იყო. ისინი ამ თემაზე ჩემთან საუბრობდნენ, სხვებთან ლაპარაკის ეშინოდათ. თითო გუნდში ორი გეი ფეხბურთელი მაინც არის, მაგრამ თუ ამაზე ღიად ისაუბრებ, მაშინ ყველაფერი ცუდად დასრულდება”, – ციტირებს ევრას სიტყვებს Goal.Com.