ევრო 2016, დღის მიმოხილვა – 12 ივნისი (ვიდეო)
12 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მორიგი C და D ჯგუფის მატჩები გაიმართა.
დღის პირველი მატჩში ერთმანეთს D ჯგუფის წარმომადგენლები, ხორვატია და თურქეთი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პირველი ტაიმი დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მცირე უპირატესობას მაინც ხორვატები ფლობდნენ. 41-ე წუთზე ლუკა მოდრიჩი მეტოქის საჯარიმოდან მოგერიებულ ბურთს შეეგება, შეუჩერებლად დაარტყა და ბრწყინვალე გოლით გუნდი დააწინაურა კიდეც.
მატჩის მეორე ნახევარში ხორვატები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. ანტე ჩაჩიჩის გუნდს ანგარიშში სხვაობის გაზრდის შანსი არაერთხელ მიეცა, ორჯერ ბურთი ხარიხასაც მოხვდა, თუმცა გოლი აღარ გასულა. მატჩი ხორვატიის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ევრო-2016
D ჯგუფი
თურქეთი — ხორვატია 0:1 (0:1)
თურქეთი: ბაბაჯანი, გიონული, თოფალი, ბალთა, ერქინი, ინანი, ჩალჰანოღლუ, თუფანი, იოზუაქუფი (შენი 46′), არდა თურანი (ბუტაქ ილმაზი 65′), თოსუნი (მორი 69′).
მთავარი მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.
ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი, მოდრიჩი, ბადელი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი (შილდენფელდი 90′), პერიშიჩი (კრამარიჩი 87′), მანჯუკიჩი (პიაცა 90+3).
მთავარი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი.
გოლი: მოდრიჩი 41′.
გაფრთხილებები: თოსუნი 31′, ბალთა 48′, შენი 90+1′ — სტრინიჩი 80′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი).
დღის მეორე შეხვედრა ნიცაში მდებარე სტადიონ “ალიანც რივიერაზე” გაიმართა. ერთმანეთს პოლონეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
ფავორიტად პოლონეთი სახელდებოდა და მართლაც, მთელი მატჩის მიმდინარეობისას უპირატესობას სწორედ პოლონელი ფეხბურთელები ფლობდნენ, ბრიტანელები კი უმეტესწილად თავის დაცვით იყვნენ დაკავებულნი. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, თუმცა მეორე ტაიმში პოლონელებმა მაინც უპოვეს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების კარს გასაღები და 51-ე წუთზე არეკ მილიკმა საკუთარი გუნდი დააწინაურა. პოლონელებს გატანილი გოლის შემდეგ მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს – 1:0.
ევრო-2016
D ჯგუფი
პოლონეთი — ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 (0:0)
პოლონეთი: შჩესნი, პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, ენდჟეიჩიკი, ბლაშიკოვსკი (გროსიცკი 88′), კრიხოვიაკი, მონჩინსკი (იოდლოვეცი 78′), კაპუსტკა (პეშკო 88′), მილიკი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა.
ჩრდილოეთ ირლანდია: მაკგოვერნი, მაკლაფლინი, კეტკარტი, ჯონი ევანსი, მაკაული, მაკნეირი (დალასი 46′), ნორვუდი, სტივენ დევისი, ბეირდი (უორდი 76′), ფერგიუსონი (ვაშინგტონი 66′), ლაფერტი.
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ ონილი.
გოლი: მილიკი 51′.
გაფრთხილებები: კაპუსტკა 65′, პიშჩეკი 89′ — კეტკარტი 69′.
მთავარი მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი).
სათამაშო დღის ბოლო მატჩი ლილის “პიერ მორუაზე” შედგა, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ნომრად “ბუნდესგუნდმა” ითამაშა, უკრაინელები კი თავს დიდი ძალებით იცავდნენ და შანსს ძირითადად კონტრშეტევებზე ელოდნენ. ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე გერმანელთა მცველმა შკოდრან მუსტაფიმ თავური დარტყმით გახსნა.
გერმანიის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურ პრესინგს თამაშობდა, რითაც მეტოქეს თავისუფალი მოქმედების არეალს მაქსიმალურად უზღუდავდა. მატჩის ბოლოს “ბუნდესგუნდმა” უკრაინის ნაკრები კონტრშეტევაზე დაიჭირა და შეცვლაზე შესულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანელთა უპირატესობა გაზარდა. საბოლოო ჯამში, გერმანიის ნაკრებმა უკრაინა ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ევრო-2016
C ჯგუფი
გერმანია — უკრაინა 2:0 (1:0)
გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, ბოატენგი, მუსტაფი, ჰეკტორი, ხედირა, კროოსი, მიულერი, იოზილი, დრაქსლერი (შიურლე 78′), გიოტცე (შვაინშტაიგერი 90′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
უკრაინა: პიატოვი, ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, სიდორჩუკი, სტეპანენკო, იარმოლენკო, კოვალენკო (ზინჩენკო 73′), კონოპლიანკა, ზოზულია (სელეზნიოვი 66′).
მთავარი მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო.
გოლები: მუსტაფი 19′, შვაინშტაიგერი 90+2′.
გაფრთხილება: კონოპლიანკა 68′
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
C ჯგუფი
D ჯგუფი