ევრო 2016, დღის მიმოხილვა – 12 ივნისი (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 13, 2016

12 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მორიგი C და D ჯგუფის მატჩები გაიმართა.


დღის პირველი მატჩში ერთმანეთს D ჯგუფის წარმომადგენლები, ხორვატია და თურქეთი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მცირე უპირატესობას მაინც ხორვატები ფლობდნენ. 41-ე წუთზე ლუკა მოდრიჩი მეტოქის საჯარიმოდან მოგერიებულ ბურთს შეეგება, შეუჩერებლად დაარტყა და ბრწყინვალე გოლით გუნდი დააწინაურა კიდეც.

მატჩის მეორე ნახევარში ხორვატები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. ანტე ჩაჩიჩის გუნდს ანგარიშში სხვაობის გაზრდის შანსი არაერთხელ მიეცა, ორჯერ ბურთი ხარიხასაც მოხვდა, თუმცა გოლი აღარ გასულა. მატჩი ხორვატიის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ევრო-2016
D ჯგუფი
თურქეთი — ხორვატია 0:1 (0:1)

თურქეთი: ბაბაჯანი, გიონული, თოფალი, ბალთა, ერქინი, ინანი, ჩალჰანოღლუ, თუფანი, იოზუაქუფი (შენი 46′), არდა თურანი (ბუტაქ ილმაზი 65′), თოსუნი (მორი 69′).
მთავარი მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.

ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი, მოდრიჩი, ბადელი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი (შილდენფელდი 90′), პერიშიჩი (კრამარიჩი 87′), მანჯუკიჩი (პიაცა 90+3).
მთავარი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი.

გოლი: მოდრიჩი 41′.
გაფრთხილებები: თოსუნი 31′, ბალთა 48′, შენი 90+1′ — სტრინიჩი 80′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი).


დღის მეორე შეხვედრა ნიცაში მდებარე სტადიონ “ალიანც რივიერაზე” გაიმართა. ერთმანეთს პოლონეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ფავორიტად პოლონეთი სახელდებოდა და მართლაც, მთელი მატჩის მიმდინარეობისას უპირატესობას სწორედ პოლონელი ფეხბურთელები ფლობდნენ, ბრიტანელები კი უმეტესწილად თავის დაცვით იყვნენ დაკავებულნი. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, თუმცა მეორე ტაიმში პოლონელებმა მაინც უპოვეს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების კარს გასაღები და 51-ე წუთზე არეკ მილიკმა საკუთარი გუნდი დააწინაურა. პოლონელებს გატანილი გოლის შემდეგ მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს – 1:0.

ევრო-2016
D ჯგუფი
პოლონეთი — ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 (0:0)

პოლონეთი: შჩესნი, პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, ენდჟეიჩიკი, ბლაშიკოვსკი (გროსიცკი 88′), კრიხოვიაკი, მონჩინსკი (იოდლოვეცი 78′), კაპუსტკა (პეშკო 88′), მილიკი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა.

ჩრდილოეთ ირლანდია: მაკგოვერნი, მაკლაფლინი, კეტკარტი, ჯონი ევანსი, მაკაული, მაკნეირი (დალასი 46′), ნორვუდი, სტივენ დევისი, ბეირდი (უორდი 76′), ფერგიუსონი (ვაშინგტონი 66′), ლაფერტი.
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ ონილი.

გოლი: მილიკი 51′.
გაფრთხილებები: კაპუსტკა 65′, პიშჩეკი 89′ — კეტკარტი 69′.
მთავარი მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი).


სათამაშო დღის ბოლო მატჩი ლილის “პიერ მორუაზე” შედგა, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ნომრად “ბუნდესგუნდმა” ითამაშა, უკრაინელები კი თავს დიდი ძალებით იცავდნენ და შანსს ძირითადად კონტრშეტევებზე ელოდნენ. ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე გერმანელთა მცველმა შკოდრან მუსტაფიმ თავური დარტყმით გახსნა.

გერმანიის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურ პრესინგს თამაშობდა, რითაც მეტოქეს თავისუფალი მოქმედების არეალს მაქსიმალურად უზღუდავდა. მატჩის ბოლოს “ბუნდესგუნდმა” უკრაინის ნაკრები კონტრშეტევაზე დაიჭირა და შეცვლაზე შესულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანელთა უპირატესობა გაზარდა. საბოლოო ჯამში, გერმანიის ნაკრებმა უკრაინა ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ევრო-2016
C ჯგუფი
გერმანია — უკრაინა 2:0 (1:0)

გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, ბოატენგი, მუსტაფი, ჰეკტორი, ხედირა, კროოსი, მიულერი, იოზილი, დრაქსლერი (შიურლე 78′), გიოტცე (შვაინშტაიგერი 90′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

უკრაინა: პიატოვი, ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, სიდორჩუკი, სტეპანენკო, იარმოლენკო, კოვალენკო (ზინჩენკო 73′), კონოპლიანკა, ზოზულია (სელეზნიოვი 66′).
მთავარი მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო.

გოლები: მუსტაფი 19′, შვაინშტაიგერი 90+2′.
გაფრთხილება: კონოპლიანკა 68′
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).


C ჯგუფი

c

D ჯგუფი

cats

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გატუზო: “მილანის” ყველა ფანს ბოდიშს ვუხდი”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ევროპის ლიგაზე “ოლიმპიაკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ “როსონერის” გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო გვილიას “ლუცერნში” მწვრთნელთან პრობლემები აქვს

შვეიცარიული “ლუცერნის” ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ, შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი დატოვოს. როგორც შვეიცარიული გამოცემე...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიკოლა კოვტალიუკი: “არასდროს დამავიწყდება ეს ემოციები”

გორის “დილას” უკრაინელი ლეგიონერი, მიკოლა კოვტალიუკი სეზონის დასრულების შემდეგ მიმართვას ავრცელებს. “მსურს მადლობა გადავუხადო გორის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის 1/16-ფინალში გასული ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია

13 დეკემბერს, უეფას ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და გაიკრვა ყველა იმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” ევროპა ლიგის ჯგუფში ჩარჩა (ვიდეო)

14 დეკემბერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. F ჯგუფში “ოლიმპიაკოსმა” საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

No Camp! – “ტოტენჰემის” ფანებს “კამპ ნოუზე” ხელკეტებით გაუსწ

ლონდონის “ტოტენჰემი” შეშფოთებას გამოთქვამს “კამპ ნოუზე” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი ხდება, შეხვედრის მიმდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ძალიან მომენატრე, ძმაო!” – კოუტინიო ლივერპულში დაბრუნდა (ფოტო)

ლივერპულში დიდი წვეულება გაიმართა – “ენფილდელებმა” რობერტო ფირმინოს მეუღლის, ლარისა პერეირას, დაბადების დღე საზეიმო გარემოში [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძის წაქცევის გამო “ვილიარეალის” ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს (ვიდეო

13 დეკემბერს, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ვილიარეალი” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “სპარტაკს” დაუპირისპირდა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო: “ვცდილობ, ვინისიუსი “ვალიადოლიდში” გადმოვიბირო”

“ვალიადოლიდის” თანამფლობელი რონალდო აღიარებს, რომ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უკვე ესაუბრა ვინისიუს ჟუნიორის...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირესი: “რონალდინიოსა და რონალდუს წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ მესი განსაკუთრებულია&

ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, რობერტ პირესმა, ლეო მესიზე საუბრისას აღნიშნა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი არც ერთ სხვა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისკომ “ბერნაბეუზე” “რეალის” ფანებს შეაგინა

12 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Fanebi.Com-ის განცხადება

რამდენიმე დღის წინ, სპორტულმა პორტალმა Adjarasport.com-მა ეროვნული ლიგის გასული სეზონის ანტისიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. მას შემდეგ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისკომ კაპიტნის სამკლავურის მიღებაზე უარი თქვა

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა, მარსელომ განაცხადა, რომ ისკომ მას კაპიტნის სამკლავურის მიღებაზე უარი უთხრა. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრა?

11 და 12 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასული ყველა გუნდი ცნობილია

12 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. გაირკვა […]...
წაკითხვა