WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (296524) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ევრო 2016, დღის მიმოხილვა – 13 ივნისი (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 14, 2016

13 ივნისს, ევროპი 2016 წლის ჩემპიონატზე D და E ჯგუფების მატჩები გაიმართა.


დღის პირველ მატჩში, რომელიც თბილისის დროით 17 საათზე დაიწყო, ერთმანეთს D ჯგუფის წარმომადგენლები, ესპანეთი და ჩეხეთი დაუპირისპირდნენ.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, “ფურია როხას” უპირატესობით წარიმართა, ჩეხები ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა არც კონტრშეტევებზე ამბობდნენ უარს და პირველი ტაიმის ბოლოს საქმეში დავიდ დე ხეაც ჩართეს. საწყისი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევრის დებიუტში ესპანელები გააქტიურდნენ, სწრაფი გოლის გატანა მოისურვეს და სახიფათო მომენტებიც შექმნეს, თუმცა ხან დამაგვირვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ხანაც ჩეხები თამაშობდნენ საიმედოდ. დროდადრო მომენტებს ვალერ ვრბას ფეხბურთელებიც ქმნიდნენ. 87-ე წუთზე “ფურია როხამ” მაინც გაიტანა: ანდრეს ინიესტას ჩაწოდების შემდეგ თავდასხმაში წასულმა ხერარ პიკემ თავით ითამაშა და ესპანელები დააწინაურა. საბოლოო ჯამში, ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთი მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ევრო-2016
D ჯგუფი
ესპანეთი — ჩეხეთი 1:0 (0:0)

ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, დავიდ სილვა, ფაბრეგასი (ალკანტარა 70′), ინიესტა, ნოლიტო (პედრო 82′), მორატა (ადურისი 62′).
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.

ჩეხეთი: ჩეხი, კადერჟაბეკი, სივოკი, უბნიკი, ლიმბერსკი, დარიდა, პლაშილი, გებრე სელასიე (შურალი 86′), როსიცკი (პაველკა 88′), კრეიჩი, ნეციდი (ლაფატა 75′).
მთავარი მწვრთნელი: პავერ ვრბა.

გოლი: პიკე 87′.
გაფრთხილება: ლიმბერსკი 61′.
მთავარი მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).


დღის მეორე შეხვედრა პარიზში გაიმართა, ერთმანეთს E ჯგუფში მოასპარეზე ირლანდია და შვედეთი დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი გოლი ირლანდიელებმა გაიტანეს. 48-ე წუთზე თავი ჰულაანმა გამოიჩინა. შვედებმა ანგარიში 71-ე წუთზე გაათანაბრეს, ამ შემთხვევაში ირლანდიელთა ცენტრალურმა მცველმა, კლარკმა ბურთი საკუთარ კარში შეაგდო. ამის შემდეგ კი მოედანზე სიტუაცია აღარ შეცვლილა.


დღის ბოლოს, E ჯგუფში, ერთმანეთს ბელგიისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი გუნდი საკმაოდ დიდი მიზნებისთვის იბრძვის, მოლოდინი ამ მატჩისადმი საკმაოდ დიდი იყო.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საგლე მომენტებით დახუნძლული გამოდგა. ანგარიში პირველ ტაიმში, “სკუადრა აძურას” ნახევარმცველმა ჯაკერინიმ გახსნა ბონუჩის ბრწყინვალე პასის წყალობით. მიღებული გოლის შემდეგ “წითელი ეშმაკები” განსაკუთრებით გააქტიურდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე ისინი დიდი ძალებით გადადიოდნენ შეტევებზე, რითიც გრაციანო პელემ იხეირა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

ევრო-2016
E ჯგუფი
ბელგია – იტალია 1:0 (1:0)

ბელგია: კურტუა; ალდერვეირელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი, ფელაინი; ვიტსელი, ნაინგოლანი (მერტენსი, 62′); სიმანი (კარასკო, 76′), დე ბრუინი, აზარი; ლუკაკუ (ორიჯი, 72′).

მთავარი მწვრთნელი: მარკ უილმოტსი.

იტალია: ბუფონი ; კანდრევა, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, დარმიანი (დე შილიო, 58); პაროლო, დე როსი (ტიაგო მოტა, 78′), ჯაკერინი; პელე, ედერი (იმობილე, 75′).

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლი: ჯაკერინი 32′, პელე 90 +2;
გაფრთხილება: კიელინი 66′, ედერი 75′,ბონუჩი 78′, დე როსი 84′; ვერტონგენი 90+1′
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი



მსგავსი სიახლეები