WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (296631) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ევრო 2016, დღის მიმოხილვა – 14 ივნისი (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 15, 2016

14 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფის მატჩები ჩატარდა და ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა.

პირველი მატჩი ბორდოში გაიმართა. ერთმანეთს ავსტრიისა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

აღნიშნულ მატჩში ავსტრიელები უდაო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა უნგრელებმა ყველაფერი გააკეთეს, იმისათვის რომ გამარჯვება მოეპოვებინათ და მოიპოვეს კიდეც.

მატჩის პირველი ნახევარი არც ისე სანახაობრივი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირი იყო უხეში ორთაბრძოლები და ნაკლები საგოლე მომენტები. მეორე ტაიმში კი უნგრელების კარგ შეტევას სზალაის გოლი მოჰყვა 62′-ე წუთზე, რის შემდეგაც დრაგოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

მატჩის დანარჩენ ნაწილში ავსტრიელები მაქსიმალურად ცდილობდნენ გათანაბრებას, თუმცა ბოლოს გოლი კვლავ მათ კარში გავიდა. თავი სტიბერმა გამოიჩინა.

ევრო-2016
F ჯგუფი
ავსტრია – უნგრეთი 0:2

ავსტრია: ალმერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ფუჩსი (კ), არნაუტოვიჩი, ალაბა, იანუზოვიჩი (საბიცერი 59′), ჰარნიკი (შოპფი 76′), ბაუმგარტლინგერი, კლეინი, იანკო (ოკოტიე 65′).

მთავარი მწვრთნელი: მარსელ კოლერი.

უნგრეთი: კირალი, ლანგი, კადარი, ფიოლა, ჯსუდზაკი (კ), ნაგი, სზალაი (პრისკინი 69′), გერა, ნემეთი (პინტერი 89′), კლეინხეისლერი (სტიბერი 80′), გუზმიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ბერნდ შტორკი

გოლი: სზალაი 62′ (0-1), სტიბერი 87′ (0-2)
გაფრთხილება: დრაგოვიჩი 33’& 66′; ნემეთი 80′
მთავარი მსაჯი: კლემან ტიურპინი


აღნიშნულ მატჩში პორტუგალია აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა 330,000-ანმა ისლანდიამ ყველას გაკვირვება და მათთვის დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღება მოახერხა.

მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ფლობდა და მომენტებსაც ის ქმნიდა, თუმცა მეორე ტაიმში ბიარნასონმა მეტოქეთა უყურადღებობა გამოიყენა და ნაკრებს სანატრელი 1 ქულა მოუტანა.

ევრო-2016
F ჯგუფი
პორტუგალია – ისლანდია 1:1

პორტუგალია: რუი პატრისიო; ვიერინია, კარვალიო, პეპე, გუერეირო; ჟოაო მარიო (ქუარესმა 76′), დანილო, ანდრე გომეში (ედერი 84′); მოუტინიო (რენატო სანჩესი 71′); ნანი, რონალდო.

მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

უნგრეთი: ჰალდორსონი; სევარსონი, რაგნარ სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი; გუდმანდსონი, გუნარსონი, გილფი სიგურდსონი, ბიარნასონი; სიგტორსონი (ფინბოგასონი 81′), ბიოდვარსონი.

მწვრთნელები: ლარს ლაგერბეკი და ჰეიმირ ჰალგრიმსონი.

გოლი: ნანი 31′ (1-0); ბიარნასონი 50′
გაფრთხილება: ბიოდვარსონი 55′
მთავარი მსაჯი: ჩაკირი



მსგავსი სიახლეები