ევრო 2016, დღის მიმოხილვა – 16 ივნისი (ვიდეო)
16 ივნისს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე B ჯგუფის ერთი, ხოლო C ჯგუფის ორი მატჩი გაიმართა.
პირველი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და უელსის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, 17 საათზე დაიწყო.
შეხვედრაში ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა – გარეტ ბეილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა, ჯო ჰარტმა კი ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა. ინგლისელებმა მეორე ტაიმის დაწყებიდან 11 წუთში ვარდის გოლით წონასწორობა აღადგინეს. შეხვედრის ბედი დამატებულ პირველ წუთზე გადაწყდა – შეცვლაზე შემოსულმა დანიელ სტარიჯმა უელსელთა კარი აიღო.
B ჯგუფი
ინგლისი – უელსი 2:1
ინგლისი: ჰარტი, როუზი, კეჰილი, სმოლინგი, უოლკერი, ალი, დაიერი, რუნი, ლალანა (რეშფორდი 73′), სტერლინგი (სტარიჯი 46′), კეინი (ვარდი 46′).
უელსი: ჰენესი, დევისი, უილიამსი, ჩესტერი, ტეილორი, ლედლი (ედუარდსი 67′), ალენი, რემზი, გუნტერი, ბეილი, რობსონ-კანუ (უილიამსი 72′).
გოლები: ვარდი 56′, სტარიჯი 90+1′ – ბეილი 42′
გაფრთხილებები: დევისი 61′
“სტად დე ლიონზე” უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩი გაიმართა. შეხვედრის პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას უკრაინელები ფლობდნენ, თუმცა სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. უკრაინელები მეტოქისგან ყველაზე მეტად სტანდარტებს უფრთხოდნენ და გოლი სწორედ ჯარიმიდან გაუშვეს. შეხვედრის 49-ე წუთზე ოლივერ ნორვუდმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი თავით გარეტ მაკაულიმ ითამაშა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები დააწინაურა. უკრაინელებს საქმე ბუნებრივმა პირობებმაც გაურთულა: წვიმა გაძლიერდა და სეტყვაში გადაიზარდა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა შეხვედრა რამდენიმე წუთით შეაჩერა კიდეც. ბრიტანელები დაცვაში საკმაოდ მწყობრად თამაშობდნენ, რასაც უკრაინელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. პირიქით, კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მაკგინმა მეორე გოლიც გაიტანა და საბოლოო ჯამში, ჩრდილოირლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება ჩაიწერეს: 2:0.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში უკრაინელები პოლონელებს, ჩრდილოირლანდიელები კი გერმანელებს ეთამაშებიან.
ევრო-2016
C ჯგუფი
უკრაინა — ჩრდილოეთ ირლანდია 0:2 (0:0)
უკრაინა: პიატოვი, ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, სიდორჩუკი (გარმაში 76′), სტეპანენკო, იარმოლენკო, კოვალენკო (ზინჩენკო 83′), კონოპლიანკა, სელეზნიოვი (ზოზულია 72′).
მთავარი მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო.
ჩრდილოეთ ირლანდია: მაკგოვერნი, ჰიუზი, კეტკარტი, მაკაული, ჯონი ევანსი, უარდი (მაკგინი 69′), კორი ევანსი (მაკნეირი 90+3′), დევისი, ნორვუდი, დალასი, ვაშინგტონი (მაჯენისი 84′).
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ ონილი.
გოლები: მაკაული 49′, მაკგინი 90+6′.
გაფრთხილებები: სელეზნიოვი 40′, სიდორჩუკი 67′ — უარდი 63′, დალასი 87′, ჯონი ევანსი 90+4′
მთავარი მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).
“სტად დე ფრანსზე” გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩი გაიმართა. შეხვედრის ფავორიტად გერმანიის ნაკრები ითვლებოდა და უპირატესობას მართლაც “ბუნდესგუნდი” ფლობდა, დროდადრო პოლონელებიც “იჩხვლიტებოდნენ”, თუმცა საქმე გოლამდე არ მისულა და მიმდინარე ტურნირზე პირველი უგოლო ფრე დაფიქსირდა.
ევრო-2016
C ჯგუფი
გერმანია — პოლონეთი 0:0 (0:0)
გერმანია: ნოიერი; ჰიოვედესი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰეკტორი; კროოსი, ხედირა; მიულერი, იოზილი, დრაქსლერი (გომესი 72′); გიოტცე (შიურლე 66′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
პოლონეთი: ფაბიანსკი; პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, ენდჟეიჩიკი; ბლაშიკოვსკი (კაპუსტკა 80′), კრიხოვიაკი, მონჩინსკი (იოდლოვეცი 76′), გროსიცკი (პეშკო 87′), მილიკი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა.
გაფრთხილებები: ხედირა 3′, იოზილი 34′, ბოატენგი 67′ — მონჩინსკი 45′, გროსიცკი 55′, პეშკო 90+3′.
მთავარი მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ჰოლანდია).
B ჯგუფი
C ჯგუფი