ევრო 2016, დღის მიმოხილვა – 17 ივნისი (ვიდეო)
ედერმა იტალიას ბოლო წუთებზე მოაგებინა
17 საათზე დაიწყო პირველი მატჩი, რომლის ბედიც მატჩის 88-ე წუთზე იტალიელთა ფორვარდმა, ედერმა გადაწყვიტა, რომელმაც ისაკსონს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
ამ მოგების შედეგაც იტალიის ნაკრებმა უკვე გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური. შვედებს კი ბელგიის ნაკრების დამარცხება მოუწევთ, რათა 1/16-ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
იტალია: ბუფონი, ფლორენცი (სტურარო 84′), ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, კანდრევა, პაროლო, დე როსი (მოტა 74′), ჯაკერინი, პელე (ძაძა 60′), ედერი.
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე
შვედეთი: ისაკსონი, იოჰანსონი, ლინდელიოფი, გრანქვისტი, ოლსონი, ლარსონი, ეკდალი (ლევიცკი 79′), ჩელსტრემი, ფორსბერგი (დურმასი 79′), იბრაჰიმოვიჩი, გუიდეტი (ბერგი 85′).
მთავარი მწვრთნელი: ჰამრენი
გოლი: ედერი 88′
ყვითელი ბარათი: დე როსი, 69′
ნიცას “ალიანც რივიერაზე” ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მატჩი გაიმართა. შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, რითაც “ფურია როხამ” ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ალვარო მორატამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ნოლიტოს ანგარიშზეა.
ევრო-2016
D ჯგუფი
ესპანეთი — თურქეთი 3:0 (2:0)
ესპანეთი: დე ხეა; ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა (ასპილიკუეტა 81′); ბუსკეტსი, დავიდ სილვა (ბრუნო სორიანო 64′), ფაბრეგასი (კოკე 71′), ინიესტა, ნოლიტო; მორატა.
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.
თურქეთი: ბაბაჯანი; გიონული, თოფალი, ბალთა, ერქინი; თუფანი, ინანი (მალი 70′), იოზუაქუფი (ოლჯაი შაჰანი 62′); არდა თურანი, ჩალჰანოღლუ (შაჰინი 46′), ილმაზი.
მთავარი მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.
გოლები: მორატა 34′, 48′, ნოლიტო 37′.
გაფრთხილებები: სერხიო რამოსი 1′ — ილმაზი 9′ თუფანი 40′.
მთავარი მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი).
ჩეხების ქამბექი ხორვატებთან
სენტ-ეტიენის “ჟოფრუა გიშარზე” ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი ხორვატების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებითაც დასრულდა. შეხვედრის 37-ე წუთზე მოედნის ცენტრალურ ხაზთან იაროსლავ პლაშილს ბურთი მილან ბადელმა დაატოვებინა, დაცვაში შექმნილი სივრცეებით ივან პერიშიჩმა ისარგებლა, საჯარიმოში შევიდა და პეტრ ჩეხს აუღებელი დაურტყა – 0:1.
59-ე წუთზე ჩეხების სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა: ჩეხთა მცველმა რომან ჰუბნიკმა ბურთი პირდაპირ ბროზოვიჩს ჩააბარა, ამ უკანასკნელმა კი ივან რაკიტიჩი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა და ხორვატების უპირატესობა გაიზარდა – 0:2.
76-ე წუთზე ჩეხებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს: ტომაშ როსიცკიმ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი თავით შეცვლაზე შემოსულმა მილან შკოდამ თავით ითამაშა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 1:2. ამის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩეხების მხარეს გადავიდა.
შეხვედრის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: ხორვატმა ფანებმა მოედანზე მაშხალები გადმოყარეს, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. ტრიბუნაზე ქომაგები წაკინკლავდნენ კიდეც.
კომპენსირებულ დროში ანგარიში გათანაბრდა კიდეც: ვიდას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ტომაშ ნეციდმა გაიტანა და წონასწორობაც აღდგა. საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ევრო-2016
D ჯგუფი
ჩეხეთი — ხორვატია 2:2 (0:1)
ჩეხეთი: ჩეხი, კადერჟაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი, პლაშილი (ნეციდი 86′), როსიცკი, სკალაკი (შურალი 67′), კრეიჩი, დარიდა, ლაფატა (შკოდა 67′).
მთავარი მწვრთნელი: პაველ ვრბა.
ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი (ვრსალკო 90+8′), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 62′), ბადელი, ბროზოვიჩი, პერიშიჩი, რაკიტიჩი (შილდენფელდი 90+7′), მანჯუკიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი.
გოლები: შკოდა 76′, ნეციდი 90+4′ (პენ) — პერიშიჩი 38′, რაკიტიჩი 59′.
გაფრთხილებები: სივოკი 72′ — ბადელი 14′, ბროზოვიჩი 74′, ვიდა 90+3′
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).