უეფამ ევრო 2016-ის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი დაასახელა
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი გამოავლინა.
გაგიკვირდებათ და, მისი სახელი ჯეიმი ვარდი არ არის, არც რაჰიმ სტერლინგი და თუნდაც ანტონი მარსიალი.
როგორც გაირკვა, ევრო 2016-ზე ყველაზე დიდი სისწრაფე საფრანგეთის ნაკრების შემტევმა, კინგსლი კომანმა განავითარა – 32,8 კმ/სთ. მან ეს მაჩვენებელი შვეიცარიასთან მატჩში დააფიქსირა.
Fastest player so far?
France winger Kingsley Coman clocked at 32.8km/h against Switzerland. ???????????? #FRA #EURO2016 pic.twitter.com/UPfSYalxQ0
— UEFA EURO 2016 (@UEFAEURO) June 20, 2016
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ 3 შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა, ხოლო 1/8 ფინალში მისი მეტოქე C, D და E ჯგუფებიდან საუკეთესო მესამეადგილოსანი იქნება.