ევრო 2016: კოეფიციენტები, პირდაპირი ეთერი, თამაშის დაწყება, განრიგი და პროგნოზები ჯგუფური ეტაპისთვის

თარიღი: ივნისი 10, 2016

ერთთვიანი მზადების, ამხანაგური მატჩების, მომქანცველი ჩემპიონატების, მწვრთენლთა უძლიერესი შემადგენლობების დასახელებისა და და რაც მთავარია, გულშემატკივართა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, დღეს ევრო 2016 სტარტს აიღებს.

მასპინძელი საფრანგეთი გახსნით მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდება და ამით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველად 24-გუნდიან ჯგუფურ ეტაპს დაუდებს სათავეს.

აღსანიშნავია რომ, ასევე პირველად ყველაზე მეტი გუნდი მოახერხებს მეთექვსმეტედ ფინალში თამაშს (რადგან ოთხი მესამე ადგილოსანიც ასევე გადის შემდეგ ეტაპზე) რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მხოლოდ რვა ნაკრები გამოეთიშება ტურნირის პირველ ეტაპს. ეს ფაქტი კი, უდაოდ, შეჯიბრებას დამატებით ინტრიგას სძენს და მას უფრო რთულად პროგნოზირებადს ხდის.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მატჩების განრიგი, კოეფიციენტები და პროგნოზები ჯგუფური ეტაპისთვის:

თარიღი დრო მატჩი
პარასკევი, 10 ივნისი 23:00 საბრანგეთი – რუმინეთი
შაბათი, 11 ივნისი 17:00 ალბანეთი – შვეიცარია
შაბათი, 11 ივნისი 20:00 უელსი – სლოვაკეთი
შაბათი, 11 ივნისი 23:00 ინგლისი – რუსეთი
კვირა, 12 ივნისი 17:00 თურქეთი – ხორვატია
კვირა, 12 ივნისი 20:00 პოლონეთი – ჩ. ირლანდია
კვირა, 12 ივნისი 23:00 გერმანია – უკრაინა
ორშაბათი, 13 ივნისი 17:00 ესპანეთი – ჩეხეთი
ორშაბათი, 13 ივნისი 20:00 ირლანდია – შვედეთი
ორშაბათი, 13 ივნისი 23:00 ბელგია – იტალია
სამშაბათი, 14 ივნისი 20:00 ავსტრია – უნგრეთი
სამშაბათი, 14 ივნისი 23:00 პორტუგალია – ისლანდია
ოთხშაბათი, 15 ივნისი 17:00 რუსეთი – სლოვაკეთი
ოთხშაბათი, 15 ივნისი 20:00 რუმინეთი – შვეიცარია
ოთხშაბათი, 15 ივნისი 23:00 საფრანგეთი – ალბანეთი
ხუთშაბათი, 16 ივნისი 17:00 ინგლისი  – უელსი
ხუთშაბათი, 16 ივნისი 20:00 უკრაინა – ჩ. ირლანდია
ხუთშაბათი, 16 ივნისი 23:00 გერმანია – პოლონეთი
პარასკევი, 17 ივნისი 17:00 იტალია – შვედეთი
პარასკევი, 17 ივნისი 20:00 ჩეხეთი – ხორვატია
პარასკევი, 17 ივნისი 23:00 ესპანეტი – თურქეთი
შაბათი, 18 ივნისი 17:00 ბელგია – ირლანდია
შაბათი, 18 ივნისი 20:00 ისლანდია – უნგრეთი
შაბათი, 18 ივნისი 23:00 პორტუგალია – ავსტრია
კვირა, 19 ივნისი 23:00 რუმინეთი – ალბანეთი
კვირა, 19 ივნისი 23:00. შვეიცარია – საფრანგეთი
ორსაბათი, 20 ივნისი 23:00 რუსეთი – უელსი
ორსაბათი, 20 ივნისი 23:00 სლოვაკეთი – ინლისი
სამშაბათი, 21 ივნისი 20:00 ჩ. ირლანდია – გერმანია
სამშაბათი, 21 ივნისი 20:00 უკრაინა – პოლონეთი
სამშაბათი, 21 ივნისი 23:00 ხორვატია  -ესპანეთი
სამშაბათი, 21 ივნისი 23:00 ჩეხეთი – თურქეთი
ოთხშაბათი, 22 ივნისი 20:00 უნგრეთი – პორტუგალია
ოთხშაბათი, 22 ივნისი 20:00 ისლანდია – ავსტრია
ოთხშაბათი, 22 ივნისი 23:00 იტალია – ირლანდია
ოთხშაბათი, 22 ივნისი 23:00 შვედეთი – ბელგია

ინტერნეტით კი შეგიძლიათ მატჩებს თვალი როგორც ქართული (Myvideo.ge, Imoveies.ge ) ისე უცხოური (BBC iPlayer, ITV PlayerWatch ESPN) საიტების მეშვეობით.

ასევე, შეგიძლია იხილოთ უახლესი კოეფიციენტები ბუქმეიკერებისაგან:

ვრო 2016: ჯგუფური ეტაპის კოეფიციენტები
გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გასვლა ჯგუფში ჩარჩენა
ჯგუფი A
საფრანგეთი 4-11 1-41 35-1
შვეიცარია 9-2 2-7 11-4
რუმინეთი 11-1 5-6 6-5
ალბანეთი 28-1 2-1 2-5
ჯგუფი B
ინგლისი 11-13 1-10 7-1
რუსეთი 57-17 2-5 9-4
უელსი 6-1 3-4 6-4
სლოვაკეთი 9-1 11-10 19-20
ჯგუფი C
გერმანია 5-11 1-33 25-1
პოლონეთი 5-1 4-11 12-5
უკრაინა 8-1 1-2 28-15
ჩრდილო ირლანდია 40-1 11-4 3-10
ჯგუფი D
ესპანეთი 4-6 1-10 10-1
ხორვატია 7-2 4-11 12-5
თურქეთი 9-1 16-11 Evens
ჩეხეთი 10-1 16-11 13-15
ჯგუფი E
ბელგია 5-4 2-9 5-1
იტალია 15-8 6-17 7-2
შვედეთი 6-1 4-5 6-5
ირლანდია 12-1 5-4 6-13
ჯგუფი F
ავსტრია 2-1 5-11 19-5
ისლანდია 13-2 8-5 13-10
უნგრეთი 14-1 7-5 13-18
პორტუგალია 18-1 1-5 15-2

ჯგუფი, რომელშიც ყველაზე მეტი გოლი გავა

ყველაზე შედეგიანი ჯგუფის პროგნოზი წელს განსაკუთრებით რთული იქნება, რადგან სამი ფრე, სავარაუდოდ, საკმარისი იქნება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და გუნდებმა შესაძლოა საკმაოდ ფრთხილი ტაქტიკა აირჩიონ.

ბუკმეიკერების აზრით, ყველაზე მეტი გოლი C ჯგუფში გავა, რადგან აქ ორი ფავორიტი – გერმანია და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი არიან. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინა, რომელიც თავისი კრეატიული და სწრაფი გარემარბების,  ანდრეი იარმოლენკოსა და იევგენ კონოპლიაკას ხარჯზე ეცდება ფონს გასვლას.

საყოველთაო მოსაზრებით, წელს E ჯგუფი  ე.წ. “სიკვდილის ჯგუფადაა” შერაცხული და ამ დაძაბულობიდან გამომდინარე, მოსალონდელია სწორედ აქ გავიდეს ყველაზე ნაკლები გოლი. შვედთა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფრანგულ პსჟ-ში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ასევე, ძალიან დაეხმარა ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ეტაპის მატჩებისას – 11 გოლი 10  საკვალიფიკაციო მატჩში, ამის ნათელი დასტურია.

“ვიკინგებმა”, ასევე სძლიეს უელსს 3-0, რომელშიც ზლატანერას არ გაუტანია – ეს კი იმაზე მეტყველებს რომ სკანდინავიელებს საკმარისად ყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ კაპიტანს საჭირო დროს მხარი აუბან.

აღსანიშნავია ბელგიის ნაკრები, რომელთაც ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავთ  და მიუხედავად კაპიტნის, ვინსენ კომპანის არყოფნისა, მათი განაცხადი სავსეა კრეატიული, პროდუქტიული და გოლის გამტანი მოთამაშეებით – რომელუ ლუკაკუ, ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი და ახლადგამომცხვარი გოლეადორი მიჩი ბაჩუაი, არასრული ჩამონათვალია იმ ვარსკვალებისა რომლებიც მარკ ვილმოტსის დაბალანსებულ გუნდში ირიცხებიან.

UEFA Euro 2016-ის მიხედვით “მანჩესტერ სიტის” შემტევმა, დე ბრუინმა თანაგუნდელებისათვის 19 საგოლე მომენტი შექმნა, რაც ბრწყინვალე შედეგია მაშინ, როცა აზარი (მიუხედავად “ჩელსიში” არადამაჯერებლი თამაშისა) მერსისაიდული “ევერტონის” “მძიმე” ფორვარდ ლუკაკუსთან ერთად უდიდეს ხიფათს წარმოადგენს ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის.

შესარჩევი მატჩებისას ირლანდიელებმაც დაგვანახეს, რომ მათ შეუძლიათ, ნებისმიერი ნაკრებისათვის უხერხული მეტოქეები იყვნენ, ამის დასტურად კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან ორი მატჩის ჯამში მოპოვებული ოთხი ქულაც გამოგვადგება – ეს კი პოტენციურად ზრდის ალბათობას ამ ჯგუფში მეტოქეებმა გოლები გაცვალონ.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ თუ გადავხედავთ 2014 წლის მსოფლიო პირველობასა და ჯგუფებს, სადაც რამდენიმე ტოპ გუნდი იყო თავმოყრილი, საკმაოდ კონტრასტულ შედეგს მივიღებთ: B ჯგუფი შედგებოდა ჰოლანდიის, ესპანეთის, ჩილესა და ავსტრალიისაგან, გავიდა 23 გოლი – ყველაზე მეტი ჯგუფურ ეტაპზე.  ხოლო, ინგლისის, იტალიის, კოსტა რიკისა და ურუგვაისგან დაკომპლექტებულ ჯგუფში მხოლოდ 12.

იტალია, რომელსაც დახევარდაცვაში დიდი დანაკლისი აქვს, ტრამვირებული მარკო ვერატისა და კლაუდიო მარკიზიოს სახით, ალბათ ისევ ‘კატენაჩოს’ სტილში განაგრძობს ასპარეზობას, რადგან ანტონიო კონტეს გუნდი ბევრად ძლიერია დაცვაში, ვიდრე შეტევაში. თუმცა, 1/16-ფინალში უფრო ხელსაყრელ მეტოქესთან სათამაშოდ, “სკუადრა აძურამ”, ყველასგან მოულოდნელად, შესაძლოა, ტურნირის საწყის ეტაპზე გოლების წვიმა მოაწყოს.

პროგნოზი: ჯგუფი E

გუნდები, რომლებიც ყველა თამაშს მოიგებენ ჯგუფში

ბუქმეიქერების ცნობით, ფავორიტები რომელთაც ჯგუფში ყველა თამაშის მოგება შეუძლიათ საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ინგლისი არიან.

თუმცა, შესაძლოა, ავსტრიამ, რომელიც მაყურებელს გამართულ, გუნდურ და შემტევ ფეხბურთს სთავაზობს, დიდი შანსია, შეძლოს და გაახერხოს სენსაცია. გუნდის ლიდერების, მიუნხენის “ბაიერნის” ვარსკვლავ დავიდ ალაბას, ინგლისის ჩემპიონის “ლესტერ სიტიდან” კრისტიან ფუქსისა და “სტოკ სიტის” თავდამსხმელის, მარკო არნაუტოვიჩის სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ეს გუნდი იოლი მეტოქე არავისთვის იქნება.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიელები, რომლებიც ჯგუფში რუსებთან, პორტუგალიელებთან და შევდებთან ერთად იმყოფებიან, იმ ოთხ ნაკრებს შორის არიან (ინგლისთან, რუმინეთთან და იტალიასთან ერთად), რომლებმაც ევრო 2016-ის შესარჩევი დაუმარცხებლად  განვლეს.

მარსელ კოლერის შეგირდებმა ცხრა თამაში მოიგეს, უკეთესი შედეგი მხოლოდ “სამ ლომს” ქონდა, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. საფეხბურთო ექსპერტ კრისტიან ნიარის აზრით, ისინი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე “ჩუმი” ფავორიტები არიან.

ვეტერანი ფორვარდი მარკ იანკო შესანიშნავ ფორმაშია, მან საკვალიფიკაციო ეტაპზე შვიდი გოლის გატანა შეძლო და ასევე, 22-ჯერ გამოიჩინა თავი ბაზელის მაისურით, მაშინ, როცა “მეთუნეების” გარემარბი, მარკო არნაუტოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო პრემიერ ლიგაში და დიდ ძალას წარმოადგენდა მარკ ჰიუზის გუნდისათვის. “ავსტრიელმა ზლატანმა” “სტოკ სიტის” მიერ  ინგლისის პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების 41.5% გაიტანა და ამ შედეგით მეოთხე ადგილი დაიკავა. მან გაუსწრო პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელ რიად მარეზს (41.2%)  და მხოლოდ ტროი დინის (50%), ოდიონ იგალოსა (45%) და ჯეიმი ვარდის (44.1%) ჩამორჩა.

გუნდის კაპიტანმა, ალაბამ შესარჩევი ეტაპის მატჩებში, მეტოქეთა კარი ოთხჯერ დალაშქრა. ის ლიდერის თვისებებით გამოირჩევა, ასაკის გათვალისწინებით (23) უკვე დიდი გამოცდეილება უმაგრებს ზურგს და ალბათ, მთავარი ლოკომოტივი იქნება  მოკრძალებული საფეხბურთო ქვეყნისა, რომელსაც ფართო საზოგადოება უმთავრესად ადოლფ ჰიტლერის, ფრანც კაფკას, გუსტავ კლიმის, პიტერ შუბერტის და არნოლდ შვარცენეგერის სამშობლოდ იცნობს.

“ყველა გაგიჟდება, თუ ჩვენ პირველ შეხვედრაში უნგრეთის ნაკრებს დავამარცხებთ. და,  ასეც უნდა მოიქცნენ! ჩვენ საფრანგეთში იმიტომ ჩამოვედით, რომ ქვეყანა ეიფორიაში ჩავაგდოთ. თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ პირველ შეხვედრას მაქსიმალურად დიდ ყურადღებას დავუთმობთ, ხოლო დანარჩენებზე ცოტას ვიფიქრებთ. მიზანი კი პოზიტიური სტარტი და ამავე ნოტაზე გაგრძელებაა.” – ციტირებს 23 წლის უნივერსალის სიტყვებს ESPN-ის ჟურნალისტი რაფაელ ჰონინგსტენი.

ზემოთ აღნიშნულ ფავორიტებს ჯგუფში ისეთი სახიფათო მეტოქეები ჰყავთ, როგორებიც შვეიცარია, პოლონეთი, ხორვატია და რუსეთი არიან. ავსტრიას კი პაექრობა უნგრეთთან, ისლანდიასთან და კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან მოუწევს. ყველა მათგანის დამარცხება, ცხადია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა “ბიჭებს” (როგოც მათ ავსტრიელი გულშემატკივარი მოიხსენიებს) შეუძლიათ, რომ ხარისხანი ფეხბურთით “ბებერი კონტინენტი” განაცვიფრონ, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ასევე, მის შემდგომ.

პროგნოზი: ავსტრია



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა