ევრო-2016: ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები, ყველაზე ახალგაზრდული გუნდები
ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და ტურნირის მონაწილე გუნდებზე სხვადასხვა საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება. ამჯერად გავეცნოთ ევრო-2016-ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და გუნდებს.
- ევრო-2016-ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები:
1. მარკუს რაშფორდი (თავდამსხმელი, ინგლისი) – დაბადება 31.10.1997
2. რენატუ სანშეში (ნახევარმცველი, პორტუგალია) – დაბადება 18.08.1997
3. ემრე მორი (თავდამსხმელი, თურქეთი) – დაბადება 24.07.1997
ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ჰოლანდიელი მცველი ჯეტრო ვილემსი გახლავთ, რომელმაც ევრო-2012-ზე 18 წლისა 71 დღის ასაკში ითამაშა.
ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი შვეიცარიელი თავდამსხმელი იოჰან ფონლანთენი გახლავთ, რომელმაც ევრო-2004-ზე საფრანგეთის ნაკრებს 18 წლისა 141 დღის ასაკში გაუტანა.
- ევრო-2016-ის ყველაზე ახალგაზრდული გუნდები: (პირველი ივნისის პერიოდისთვის)
25,39 – ინგლისი (განაცხადშია 21 წლამდე ასაკის სამი ფეხბურთელი)
25,43 – გერმანია (განაცხადშია 21 წლამდე ასაკის სამი ფეხბურთელი)
25,57 – შვეიცარია (განაცხადშია 21 წლამდე ასაკის ოთხი ფეხბურთელი)
25,91 – ბელგია (განაცხადშია 21 წლამდე ასაკის სამი ფეხბურთელი)
26,30 – თურქეთი (განაცხადშია 21 წლამდე ასაკის ორი ფეხბურთელი)
განაცხადში 20 წლამდე ასაკის ყველაზე მეტი ფეხბურთელი (სამი) ჰყავს შვეიცარიის ნაკრებს. 20 წლამდე ასაკის თითო-თითო ფეხბურთელი ჰყავთ პორტუგალიის, უკრაინის, საფრანგეთის, პოლონეთის, თურქეთის, ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებებს.