ევრო-2016: ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები, ყველაზე ასაკოვანი გუნდები
ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და ტურნირის მონაწილე გუნდებზე სხვადასხვა საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება. ამჯერად გავეცნოთ ევრო-2016-ის ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელებსა და გუნდებს.
- ევრო-2016-ის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები:
1. გაბორ კირაი (მეკარე, უნგრეთი) – დაბადება 01.04.1976
2. შეი გივენი (მეკარე, ირლანდია) – დაბადება 20.04.1976
3. ჯანლუიჯი ბუფონი (მეკარე, იტალია) – დაბადება 28.01.1978
მოედნის ფეხბურთელებიდან ყველაზე ასაკოვანია პორტუგალიელი მცველი რიკარდუ კარვალიუ (დაბადება – 18.05.1978)
ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე გერმანელი ნახევარმცველი ლოთარ მათეუსი გახლავთ, რომელმაც ევრო-2000-ზე 39 წლისა 91 დღის ასაკში ითამაშა.
ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი გოლის გამტანი ავსტრიელი ივიცა ვასტიჩი გახლავთ, რომელმაც ევრო-2008-ზე პოლონეთის ნაკრებს 38 წლისა 257 დღის ასაკში გაუტანა.
- ევრო-2016-ის ყველაზე ასაკოვანი გუნდები: (პირველი ივნისის პერიოდისთვის)
29,39 – ირლანდია (განაცხადშია 30 და მეტი ასაკის 11 ფეხბურთელი)
28,83 – რუსეთი (განაცხადშია 30 და მეტი ასაკის ცხრა ფეხბურთელი)
28,70 – ჩეხეთი (განაცხადშია 30 და მეტი ასაკის 11 ფეხბურთელი)
28,43 – სლოვაკეთი (განაცხადშია 30 და მეტი ასაკის 11 ფეხბურთელი)
28,43 – იტალია (განაცხადშია 30 და მეტი ასაკის ცხრა ფეხბურთელი)
- 34 წელზე მეტი ასაკის ყველაზე ბევრი ფეხბურთელი:
3 – ჩრდილოეთ ირლანდია, ირლანდია
2 – უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა
1 – ალბანეთი, ბელგია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი