ევრო-2016: როგორ იქნებიან გუნდები წილისყრის დროს კალათებში გადანაწილებული
უკვე ცნობილია 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24-ივე ნაკრების ვინაობა. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, თუ როგორ იქნებიან გუნდები გადანაწილებული კალათებში ტურნირის ფინალური სტადიის წილისყრის დროს.
უეფას ამჟამინდელი სანაკრებო კოეფიციენტების შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდი ოთხ კალათში გადანაწილდება (თითო კალათში ექვსი გუნდი იქნება).
წილისყრის შედეგად შედგება ექვსი ჯგუფი (თითოეულში ოთხი გუნდი), საიდანაც მერვედფინალში გავლენ პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 12 დეკემბერეს, პარიზში გაიმართება.
პირველი კალათა: საფრანგეთი (როგორც ტურნირის მასპინძელი, ავტომატურად მოხვდება A ჯგუფში), ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, პორტუგალია, ბელგია;
მეორე კალათა: იტალია, რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია, ხორვატია, უკრაინა;
მესამე კალათა: ჩეხეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი;
მეოთხე კალათა: თურქეთი, ირლანდია, ისლანდია, უელსი,ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.