ევრო 2017 – 21-წლამდელთა მეტოქეები და შანსები
5 თებერვალს ნიონში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩეპმიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-6 ჯგუფში მოხვდა და ურთიერთობას ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთის და სან მარინოს გუნდებთან გაარკვევს. იმავე დღეს ცნობილი გახდა საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარიც. ცნობილი ისიც არის, რომ ნაკრებს კვლავ ალექსანდრე ჩივაძე უთავკაცებს, რასაც აზრდა სხვადასხვაობა მოჰყვა. ჩივაძეს გასულ შესარჩევ ციკლში ერთ-ერთი საუკეთესო თაობა ჰყავდა… იყო კარგად ჩატარებული მატჩები და დასამახსოვრებელი გამარჯვებები, თუმცა ასევე იყო ფრედ დასრულებული და ტექნიკურ მარცხად გადაკეთებული მატჩი ლუქსემბურგთან, იყო 0-6 ჰოლანდიასთან და საბოლოოდ 5 გუნდში დაკავებული მე-4 ადგილი. არადა ამ ჯგუფში მეტის გაკეთება სავსებით რეალური და აუცილებელიც იყო… ამიტომ, მომავალ ციკლში ჩივაძეს როგროც მწვრთელს გაცილებით მეტი მოეთხოვება.
პოლონეთში გასამართი ევრო 2017 განახლებული ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 8 გუდის ნაცვლად 12 მიიღებს. ტურნირის საგზური 9 საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებულ გუნდებს პირდაპირ ერგებათ. ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი დარჩენილ 2 საგზურს პლეი-ოფში გაითამაშებს. ბუნებრივია, რომ მასპინძელი პოლონეთი გათამაშებას საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე იწყებს.
წილისყრის შედეგებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფი შეხვდა, რაზეც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა. გამოკვეთილი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია, რომელიც ასაკობრივ დონეზე ყოველთვის გამორჩეული გუნდია. ესპანელმა 21-წლამდელებმა ეს მოსაზრება გასულ შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზეც დაამტკიცეს და საკუთარი ჯგუფი დიდი უპირატესობით მოიგეს. თუმცა, მითი მათი დაუმარცხებლობის შესახებ პლეი-ოფში დაიმსხვრა, როცა ესპანელებმა სერბებთან წააგეს და ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ “ფურია როხას” ახალგაზრდულმა თაობამ გადამწყვეტი მატჩი საკუთარ კედლებში დათმო. თუმცა, ესპანელების მომავალი თაობა საკმაოდ ძლიერია და წინა ფორმაციის ნაკრების მარცხით ჩვენს შანსებზე ბუნებრივია ვერ ვიმსჯელებთ. ისევე რგორც შვედების 21-წლამდელთა წარმატების საფუძველზე ვერ ვიტყვით, რომ მათ წინააღმდეგ უშანსოდ ვართ. თუმცა, ის ფაქტი, რომ სკანდინავიელებმა საფრანგეთს შანსი არ დაუტოვეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ შვედეთში ახლაგაზრდული ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნავენ, რასაც შვედების 19 და 20 წლამდელთა ნაკრებების შედეგებიც ადასტურებს. ნათელია, რომ პირველი ორი პოზიციის მთავარი პრეტენდენები სწორედ ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებები იქნებიან.
ჩამოსაწერი არც ხორვატიის გუნდია, რომელიც ნებისმიერ ასაკში ბრძოლისუნარიანობით და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა. ხორვატემბა გასული საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ფაზა წარმატებით დაძლიეს, პლეი-ოფში კი ინგისთან დამარცხდნენ. მათი 19-წლამდელები კი 2013/14 წლებში ჩატარებულ ოფიციალურ 9 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ხორვატიაში სტუმრად თამაში ტრადიციულად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
დაახლოებით თანაბარ მეტოქედ შეიძლება განიხილოს ესტონეთის გუნდი, რომელთანაც ნებისმიერ შემთხვევაში პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც 6 ქულის მოპოვება უნდა იყოს. ისევე როგორც სან-მარინოს გუნდთან, რომელთანაც გასულ შესარჩევში ლუქსემბურგთან მომხდარი ფაქტის განმეორება უბრალოდ უნდა გამოირიცხოს და ამ შემთხვევაშიც ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მოპოვებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.