ევრო-2017! ახალგაზრდების ოთხი მედალი ოთხი შესაძლებლიდან

თარიღი: ივლისი 2, 2017

2-2 ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს, სოსო ჯაბიძის გუნდიდან ხალიჩაზე დღეს ოთხი ქართველი ფალავანი გავიდა და ყველამ შეძლო მედლის მოპოვება.

ევროპის ჩემპიონები რამაზ სილაგავა (50) და ლერი აბულაძე (60) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები ბექა მამუკაშვილმა (74) და გიორგი ბარბაქაძემ (96) დაისაკუთრეს.

რამაზ სილაგავამ საჩემპიონო გზაზე მოლდოველი არტემ დელეანუ (7:0), სომეხი აშოტ მხითარიანი (4:1) და თურქი ქემალ მუთლუ (14:11) დაამარცხა, ფინალში კი ეფექტურად შესრულებული 4 ქულიანი კისრულით 5-1 დაამარცხა აზერბაიჯანელი ზულფიგარ ალიევი და კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვა.

ლერი აბულაძემაც საჩემპიონო ბრძოლაში შვედეთის ნაკრების წევრი არდიტ ფაზლიია (6:4) დაამარცხა, მანამდე კი რუმინალ ტეოდორ ჰორატაუს (3:1), ბელარუს მაქსიმ ნეჰოდასა (2:1) და სომეხ ჰრაჩა პოღოსიანს (1:1) აჯობა.

ბექა მამუკაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელ დომინიკ გეგენის (5:1) მოუგო. გიორგი ბარბაქაძემ კი მედლისათვის შეხვედრაში შვეიცარიელ დამიან ვონ ეუვს (2:0) აჯობა.

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში 36 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მეორე ადგილზე რუსეთია 32 ქულით, ხოლო მესამეზე უკრაინა 25.

ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ნუგზარ წურწუმია (55 კგ), გიორგი კურტანიძე (66 კგ), თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) ჩაებმებიან.

50 კგ
1. რამაზ სილაგავა (საქართველო) 2. ზულფიგარ ალიევი (აზერბაიჯანი) 3. ქემალ მუტლუ (თურქეთი) და ატმირ კუტჩევი (რუსეთი)

60 კგ
1. ლერი აბულაძე (საქართველო) 2. არდიტ ფაზლიია (შვედეთი) 3. ფადის ვალიტოვი (რუსეთი) და ჰრაჩია პოღოსიანი (სომხეთი)

74 კგ
1. ნარეკ ოგანიანი (რუსეთი) 2. ელმარ ნურალიევი (უკრაინა) 3. მალხაზ ამოიანი (სომხეთი) და ბექა მამუკაშვილი (საქართველო)

96 კგ
1. მარტინ სავოლაინენი (ფინეთი) 2. სულეიმან ერბაი (თურქეთი) 3. ვლადენ კოზლიუკი (უკრაინა) და გიორგი ბარბაქაძე (საქართველო)

Wrestling.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რა თანხა მიიღო გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლის შემდეგ – ბონუსი ქართველს!

18 ოქტომბერს გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი აქამდე დაუმარცხებელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხამზატ ჩიმაევის რეაქცია გურამ ქუთათელაძის გამარჯვებაზე (ვიდეო)

View this post on Instagram Как радуется Хьамзат Чимаев победе своего грузинского друга @guram_dze 🔥 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მე პატიოსანი ადამიანი ვარ, ეს სისულელეა” – ქუთათელაძე UFC-ში მოგებული ს

გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა მოიგო. ქართველი მებრძოლი აქამდე დაუმარცხებელ პოლონელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო! (ვიდეო)

ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა. 29 წლის მებრძოლი დაუმარცხებელ პოლონელ მატეუშ გამროტს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გურამ ქუთათელაძე – მატეუშ გამროტი (პირისპირ დგომი)

17 ოქტომბერს UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, გურამ ქუთათელაძის დებიუტი შედგება. გურამი პოლონელ მატეუშ გამროტს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა მიიღეს გიგა ჭიკაძემ და ილია თოფურიამ დღეს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ?

11 ოქტომბერი ქართული MMA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. დღეს, ისტორიაში პირველად, UFC-ის ერთ ღონისძიებაზე ორმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ილია თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო – ქართველმა იუსუფ ზალალი დაამარცხა! (ვიდ

ილია თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი მაროკოელ იუსუფ ზალალს დაუპირისპირდა და მეტოქე მსაჯების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ლამის ქუჩაში ვიჩხუბე, რადგან ქართველი ვარ” – გიგა ჭიკაძე მორალესთან გამ

გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. 11 ოქტომბერს ქართველმა მებრძოლმა დაუმარცხებელი ომარ მორალესი დამაჯერებლად დაამარცხა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძემ დაუმარცხებელი ომარ მორალესი დაამარცხა – ქართველის ბრწყინვალე მოგება! (ვ

ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ UFC-ში რიგით მეოთხე ორთაბრძოლა გამართა. ჭიკაძე დაუმარცხებელ ომარ მორალესს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე და ილია თოფურია პირისპირ დგომის დროს – ისტორიული დღე ახლოვდება (ვიდეო)

11 ოქტომბერს, 01:00 საათიდან, UFC-ში ერთ ღონისძიებაზე ორი ქართველი მებრძოლი იასპარეზებს. გიგა ჭიკაძე ომარ მორალესს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბუდაპეშტის გრან სლემზე

23-25 ოქტომბერს, ძიუდოში, ბუდაპეშტის გრან პრი გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ცნობილია, როგორი შემადგენლობით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რუსეთში სპორტულ ტაძარს აგებენ

რუსებმა სპორტული ტაძრის აგება გადაწყვიტეს. მოსკოვში რუსეთის მთავარი სპორტული ტაძარი აიგება, მეტიც – ის ქალაქის […]...
წაკითხვა