ევრო-2020-ის ოფიციალური ბურთი წარადგინეს

თარიღი: ნოემბერი 7, 2019

კომპანია Adidas-მა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა, რომელსაც სახელად Uniforia (“უნიფორია”) ეწოდა. სახელწოდება “უნიფორია” შედგა სიტყვებისგან “ერთობა” (unity) და “ეიფორია” (euphoria). ბურთზე გამოსახულია ფართო შავი ზოლები დაბინდული კიდეებით, რაც სიმბოლურად ეხმიანება ტურნირის უჩვეულო ფორმატს – კერძოდ, საზღვრების რღვევას და ჩემპიონატის ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში გამართვას.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ტურნირის ოფიციალურ ჰიმნს ჰოლანდიელი დიჯეი მარტინ გარიქსი დაწერს.

მსგავსი სიახლეები