ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი 3 ქართველიდან 2-მა მოგებით დაიწყო

თარიღი: იანვარი 3, 2015

დაიწყო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი, იგივე ტოპ-16. ტურნირში მონაწილე 4 ქართველიდან მხოლოდ ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ვერ გააღწია მომდევნო ეტაპზე – თორნიკე შენგელიას, მანუჩარ მარკოიშვილისა და ლევან ფაცაციას გუნდებმა კი საუკეთესო 16 გუნდში ადგილი მოიპოვეს.

2 იანვარს პირველი ტურის თამაშები გაიმართა. 3 ქართველიდან მხოლოდ შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ვერ მოიგო, რომელიც თურქულ „ეფესს“ მასპინძლობდა და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 67:72 დათმო.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 22 წუთი გაატარა. შენგელიამ 7 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 2 ორქულიანი და 1 სამიანი ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 ჯარიმა მიიღო.

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ სტამბოლში, „ფენერბაჰჩესთან“ გამართულ დაძაბულ და დრამატულ მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 94:91. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 6:21 წუთი გაატარა და 4 ქულა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

დაბოლოს, ლევან ფაცაციას გუნდის წარმატებაზე ვთქვათ. ნიჟნი ნოვგოროდელებმა მილანში „ემპორიო არმანის“ 20-ქულიანი მარცხით სირცხვილი აჭამეს. გარდამტეხი გამოდგა მე-3 მეოთხედი, რომელიც ნოვგოროდელებმა 28:9 მოიგეს და მილანელები წელში გატეხეს. საბოლოოდ ფაცაციას გუნდმა 79:59 იმარჯვა.

ქართველი ფორვარდი მოედანზე 9:42 წუთით იმყოფებოდა და მოედანი 1 მოხსნით დატოვა. მისმა შორიდან ნატყორცნმა სამმა სროლამ მიზანს არ მიაღწია. ფაცაციამ ასევე 2 ჯარიმა მიიღო, ნოვგოროდელებს კი 19-19 ქულით ტეილორ როჩესტიმ და ტრეი ტომპკინსმა ულიდერეს.

მომდევნო ტურში ქართული დერბია: 8 იანვარს მარკოიშვილის ცსკა შენგელიას „ლაბორალს“ უმასპინძლებს, ხოლო „ნიჟნი ნოვგორორი“ „ფენერბაჰჩეს“ დაუხვდება.

gbf.ge



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

იტალიური მედია: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” შეუთანხმდა

როგორც Eurohoops Corriere di Bologna-ზე დაყრდნობით წერს, თორნიკე შენგელია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“საქართველოში წადი, იქ უფრო მეტს იხდიან” – შენგელიაზე რუსები გაბრაზებულე

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და კარიერას იტალიურ “ვირტუსში” გააგრძელებს. შენგელიას იტალიაში გადასვლის შესახებ ინფო...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “ბასკონიაში” ბრუნდება?

თორნიკე შენგელია ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS რუსულ წყაროებზე დაყრდნობით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

მთავარი არხი: “თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა”

“მთავარ არხის” გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში” წერს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავები უკრაინას მხარდაჭერას ჯერჯერობით არ უცხადებენ

მთელი ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ბოლო ორი დღეა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებენ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანელი ქომაგები უკრაინელ კალათბურთელებს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს (ვიდეო)

24 თებერვალს, უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად, კორდობაში, ესპანეთს დაუპირისპირდა და 88:74 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძეს ტუზი დაეცა – ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ

“ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მაილს ტერნერის ტრავმის გამო 24 წუთი ითამაშა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გინდა დაიჯერეთ, გინდ არა: ტრავმირებულმა ტომპსონმა უფრო მეტი გამოიმუშავა!

“გოლდენ სტეიტის” მსროლელმა კლეი ტომპსონმა, რომელიც გუნდში 2011 წლიდან ირიცხება, ბოლო 2 წელიწადში უფრო მეტი […]...
წაკითხვა