ევროპა ლიგა – პრევიუ
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ “ზამთრის არდადეგებზე” დღეს ევროპის ლიგაც გავა. დღეს გათამაშების ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის მატჩები გაიმართება.
ლაციო – ტრაბზონსპორი
J ჯგუფში “ლაციო” და “ტრაბზონსპორი” პირველი ადგილი ვინაობას გაარკვევენ. თურქეთში გამართულმა შეხვედრამ, საფეხბურთო გურმანები გაახარა. უხვგოლიანი და დაძაბული შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.
დაპირისპირება ძალიან მნიშნველოვანი ინქება “ლაციოს” მთავარი მწვრთნელისათვის. პეტკოვიჩი ბოლო დროს საკმაოდ მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოექცა. რომაული კლუბის სერია А-ში ბოლოდროინდელ წარუმატებლობას ექსპერტები პეტკოვიჩს აბრალებენ. მის სავარაუდო შემცვლელად კი, სიმონე ინძაგის და მურატ იაკინს ასახელებენ.
პაოკი – ალკმაარი
L ჯგუფშიც პირველი ადგილის ვინაობაა გასარკვევი და ამას სწორედ პაოკი და ალკმაარი გააკეთებენ. აღნიშნული გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ალკამარი” საბერძნეთში შესუსტებული შემადგენლობით მიემგზავრება. დიკ ადვოკაატმა გუნდის ძირითადს ბირთვს დასვენების საშუალება მისცა.
“პაოკი” აღნიშნულ შეხვედრას სრული პასუხისმგებლობით ეკიდება. ბერძნებს პირველი ადგილიდან სურთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. რაშიც საშინაო არენა და გულშემატკივრები ნამდვილად დაეხმარებიან.
ფრაიბურგი – სევილია
ყველაზე რთული სიტუაცია H ჯგუფშია, სადაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი სამ გუნდს აქვს და არ არის გამორიცხული, რომ სამივე გუნდმა 9 ქულას მოუყაროს თავი. პირველ ადგილზე 9 ქულიანი სევილიაა, რომელიც დანარჩენ პრეტენდენტებს 3 ქულით უსწრებს და უკანასკნელ ტურში უშუალო კონკურენტ ფრაიბურგს ესტუმრება. ესპანელებს ფრეც ჰყოფნით, თუმცა წაგების შემთხვევაში უკვე რთული მათემატიკური გათვლების დრო დადგება. მაგრამ, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჯგუფის მეორე შეხვედრაში “სლოვანი” პორტუგალიური “ეშტორილის” დამარცხებას შესძლებს.
დინამო კიევი – რაპიდი ვენა
ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი კიევში გაიმართება, სადაც ადგილობრივი “დინამო” ვენის “რაპიდს” უმასპინძლებს და G ჯგუფში მეორე საგზურის ბედიც გაირკვევა. აღნიშნული ჯგუფიდან პლეი-ოფის საგზური უკვე მოიპოვა ბელგიურმა “გენკმა”.
საპროტესტო აქციებით მოცულ უკრაინის დედაქალაქში გასამართი შეხვედრა სავარაუდოდ საკმაოდ ცივ და თოვლიან ამინდში გაიმართება. როგორც, უკრაინელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, სწორედ ამ შეხვედრის ბედი გადაწყვეტს “დინამოს” მთავარი მწვრთნელის, ოლგებ ბლოხინის მომავალს კიევურ გრანდში.
ვენაში გამართული პირველი დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა.
22:00
ვალენსია – ყუბანი
სენტ გალენი – სუონსი
დინამო ზაგრები – ლუდოგორეცი
პსვ – ჩერნომორეცი ოდესა
ზალცბურგი – ესბიერგი
სანდარტი – ელფსბორგი
ზულტე ვარეგემი – რუბინი
მარიბორი – უიგანი
ფიორენტინა – დნიპრო
პანდური – პასოშ ფერეირა
აინტრახტი – აპოელი
მაკაბი თელავივი – ბორდო
00:05
დინამო კიევი – რაპიდი ვენა
თუნი – გენკი
ფრაიბურგი – სევილია
ეშტორილი – სლოვან ლიბერეცი
ბეტისი – რიეკა
ვიტორია გიმარაეში – ლიონი
აპოლონი – ლეგია
ლაციო – ტრაბზონსპორი
შერიფი – ტრომსო
ტოტენჰემი – ანჟი
პაოკი – ალკმაარი
მაკაბი ჰაიფა – ყარაგანდის შახტიორი