ევროპა ლიგა სევილიამ მოიგო
ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა “სევილიასა” და “ბენფიკას” შორის ესპანური გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდს შეეძლო გოლების გატანა. განსაკუთრებით სახიფათო მომენტები “ბენფიკას” ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში შექმნეს. თუმცა, შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტები სევილიელები აღმოჩნდნენ. “ბენფიკამ” უკვე მერვე ევროპული ფინალი წააგო და როგორც ჩანს “გუტმანის წყევლა” პორტუგალიურ კლუბს დღემდე არ აძლევს გამარჯვებით ტკბობის საშუალებას.
სევილია: ბეტო, პარეხა, ფაციო, დანიელ კარიჩო, კოკე, ალბერტო მორენო, მბია, რაკიტიჩი, ვიტოლო (ფიგუეირასი 110′), ხოსე ანტონიო რეიესი (მარკო მარინი 78′; გამეირო 104′), ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ბენფიკა: ობლაკი, ლუიზაო, გარაი, პერეირა, გილერმა სიკუეირა (ოსკარ კარდოსო 99′), რუბენ ამორიმი, გაიტანი (ივან კავალეირო 119′), ანდრე გომესი, სულეიმანი (ანდრე ალმეიდა 25′), ლიმა, როდრიგო
მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუში