ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?
ეროვნული ლიგის 2 გამორჩეული გუნდი, თბილისის “დინამო” და თბილისის “საბურთალო” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას და სამწუხაროდ, ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ.
ამ გუნდების რიგებში უდავოდ 2 ფეხბურთელი გამოირჩეოდა. “დინამოს” მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია და “საბურთალოს” მარცხენა შემტევი გიორგი კოხრეიძე.
შენგელიამ პირადად მოიგო “გაბალასთან” სახლში ჩატარებული შეხვედრა, “ფეიენოორდს” ერთადერთი გოლი სწორედ მან გაუტანა, კოხრეიძე კი საოცრად ლაღად თამაშობდა და “შერიფთან” 2-ვე მატჩში იდეალურად გამოიყურებოდა. “ზაგრებისა” და “არარატ-არმენიას” წინააღმდეგაც სტაბილურად სწრაფი და სახიფათო იყო. კოხრე “საბურთალოს” ერთადერთ კოზირად რჩებოდა.
ვლადიმერ ვაისმა ნაკრების ფეხბურთელების ტრავმიანობისა და ნაკლები სათამაშო პრაქტიკის ფონზე, ნამდვილად უნდა მისცეს შანსი ამ 2 ფეხბურთელს, რომლებმაც ეროვნულ გუნდში გამოძახების შანსი დაიმსახურეს.
გარდა კოხრე-შენგელიასი, ვაისი “საბურთალო” – “დინამოს” შეხვედრებისას სავარაუდოდ შემდეგ მოთამაშეებსაც აკვირდებოდა: გიორგი ქიმაძე (მარცხენა მცველი), ნიკა ნინუა (ცენტრალური ნახევარმცველი), ნოდარ ქავთარაძე (თავდამსხმელი), ლუკა ლაკვეხველიანი (მარცხენა მცველი).