ევროპალიგა: ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეების ვინაობა გაირკვა
თბილისის დროით 15:00 საათზე ნიონში უეფას ევროპალიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა აიღებს სტარტს.
საქართველოს ღირსებას ამ ტურნირზე “დინამო თბილისი”, “დინამო ბათუმი” და “ცხინვალი” დაიცავენ. რამდენიმე წუთის წინ უეფამ ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
თბილისის “დინამოს” სავარაუდო მეტოქეები: “გაბალა” (აზერბაიჯანი); “რენოვა” (მაკედონია); “ლუსიტანოსი” (ანდორა); “ნიოტონი” (უელსი); “ოლიმპიკ სარაევო” (ბოსნია).
ბათუმის “დინამოს” სავარაუდო მეტოქეები: “ზრინსკი” (ხორვატია); “აქტობე” (ყაზახეთი); “იაგელონია” (პოლონეთი); “შემროკ როვერსი” (ირლანდია); “ომონია” (კვიპროსი).
“ცხინვალის” სავარაუდო მეტოქეები: “სლასკ ვროცლავი” (პოლონეთი), “სლოვან ბრატისლავა” (სლოვაკეთი), “ლოკომოტივა ზაგრები” (ხორვატია), “ბოტოშანი” (რუმინეთი), “ვადუცი” (ლიხტენშტეინი); “ბირკირკარა” (მალტა).