ევროპაში მოთამაშე წლის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი დასახელდა
“ლივერპულის” ბრაზილიელი ვარსკვლავი, რობერტო ფირმინო, რამდენიმე საათის წინ ევროპაში მოთამაშე წლის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად დაასახელეს. ის საუკეთესოდ გამოკითხულთა 21.79-მა პროცენტმა დაასახელა.
ასე რომ, “ჰოფენჰაიმის” ყოფილი ფეხბურთელი კარიერაში პირველად დაჯილდოვდება Samba Gold-ის პრიზით. ამ პრიზისთვის ბრძოლაში ფირმინომ ისეთი ვარსკვლავების დამარცხება შეძლო, როგორებიც არიან მარსელო, ნეიმარი, კოუტინიო და სხვანი.
გამოკითხვაში მონაწილეობა 123 000-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის ჟურნალისტებმა და ფეხბურთელებმაც. Samba Gold-ის პრიზი “ლივერპულის” ფეხბურთელმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა – პირველად ფილიპე კოუტინიომ, 20016 წელს.
აქვე გეტყვით, რომ მეორე ადგილზე მარსელო გავიდა (20,51%), მას მოჰყვებიან: ნეიმარი (18,67%), ალისონი (16,39%) და ტიაგო სილვა (5,28%).