ევროპელთა ფიასკო და ამერიკელთა ტრიუმფი – მუნდიალი 2014
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტური მიმდინარეობს და უკვე შესაძლებელია ლაპარაკი აუტსაიდერებზე და ფავორიტებზე.
აშკარაა, რომ ბრაზილიაში ევროპელები დაიჩაგრენ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკელებმა კი საკუთარი ძალა დაანახეს მთელ მსოფლიოს. ეს შესაძლოა იმით არის გამოწვეული, რომ ტურნირი მათ კონტინენტზე ტარდება, თუმცა რთულია აიხსნას ევროპელების ასეთი ცუდი თამაში.
A ჯგუფი – ბრაზილია და მექსიკა
ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფავორიტი სწორედ ბრაზილიის ნაკრებია, თუმცა მექსიკის ნაკრების ასეთი კარგი თამაშიც აღსანიშნავია.
მექსიკელებმა პირველი შეხვედრა კამერუნს 1:0 მოუგეს, მეორე მატჩში კი ბრაზილიელებს ფრედ დაუსრულეს შეხვედრა. ეს გმირობის ტოლფასია – ბრაზილიის ნაკრებს, რომელიც მუნდიალის მასპინძელია, ჯგუფური ეტაპის შეხვედრა არ მოაგებინო.
თანაც, ისიც უნდა ითქვას, რომ ბრაზილიელებსა და მექსიკელებს შორის სათამაშო დონე საკმაოდ განსხვავებულია. ასევე, ფეხბურთელებიც ბევრად მაღალი კლასის არიან, ბრაზილიელები ვიდრე მექსიკელები.
A ჯგუფში, ეს ორი ნაკრები 4-4 ქულით ლიდერობს და დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ბრაზილია და მექსიკა გავიდნენ 1/8 ფინალში.
ჩილეს ნაკრები
მუნდიალის წინ, ალბათ არავინ ივარაუდებდა, რომ B ჯგუფიდან ჩილეს ნაკრები გავიდოდა და ეს გუნდი ესპანეთის ნაკრებს ჩატოვებდა, თანაც მატჩსაც მოუგებდა.
ნამდვილად იმოქბედა ჩილის ნაკრებზე, იმ ფაქტორმა, რომ ისინი სამხრეთ ამერიკაში თამაშობენ. ტრიბუნებზე, აშკარად შეინიშნებოდა, ჩილელ გულშემატკივართა დიდი ნაკადი, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში ამხნევებდნენ საკუთარ ნაკრებს.
კოლუმბია და აშშ
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კოლუმბიის ნაკრებს, რომელსაც ლიდერი, რადამელ ფალკაო არ ჰყავს, ჯგუფის ლიდერია. მათ ორივე შეხვედრა მოიგეს, თანაც ერთი კოტდიუვართან და ისე ლიდერობენ C ჯგუფს.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, არაა გამორიცხული, რომ მათ პორტუგალია ჯგუფში ჩატოვონ. პირველი ტურის შემდეგ კლინსმანის გუნდს 3 ქულა აქვს, პორტუგალიას კი 0.
თანაც, ბენტოს გუნდში, ბევრ მოთამაშეს აქვს ტრავმა, რაც უარყოფითად აისახება, მათ თამაშზე.
ამ ჯგუფში, ყველაფერი პორტუგალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მატჩში გაირკვევა.
ურუგვაი და კოსტა რიკა
D ჯგუფში, ალბათ არავინ ელოდა, რომ კოსტა რიკის ნაკრები ერთ ქულას მაინც აიღებდა, თუმცა მათ უკვე სამი აქვთ და არაა გამორიცხული, რომ იტალიას მათ პატარა სიურპრიზი შესთავაზონ.
პირველ ტურში, კოსტა რიკელებმა ურუგვაი დაამარცხეს, თანაც ორი ბურთით და ჯგუფის ლიდერები გახდნენ.
რაც შეეხება ურუგვაის, მათ უკვე მოიპოვეს პირველი სამი ქულა მსოფლიო ჩემპიონატზე. ტაბარესის გუნდმა ინგლისის ნაკრები დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში და ფაქტიურად, ჰოჯსონის გუნდი მუნდიალს გამოთიშა.
ევროპელთა კრახი
ალბათ, ყველაზე დიდი კრახი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა განიცადა. ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან და 1 ტურით ადრე, ჯგუფიდან გასვლის შანსი გაინულეს. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ორივე ტურის მატჩი წააგო, ერთი ჰოლანდიასთან 5:1, მეორე კი ჩილესთან 2:0. ორივე შეხვედრაში ესპანეთი დაჯაბნეს მეტოქეებმა.
არანაკლებ შერცხვა, 2014 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრებიც. როი ჰოჯსონის გუნდმა, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფის ორივე შეხვედრა წააგო. პირველი იტალიასთან, მეორე კი ურუგვაისთან.
ასევე, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სამხრეთ ამერიკელებმა ხორვატიაც დაჩაგრეს. ა ჯგუფში, ბრაზილია და მექსიკა ლიდერობენ, ხორვატია კი მხოლოდ მესამე პოზიციას სჯერდება. თუმცა ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებისგან განსხვავებით, ხორვატებს 1/8 ფინალში გასვლის შანსი აქვთ. უკანასკნელ ტურში, მათ მექსიკა უნდა დაამარცხონ ამისთვის.
კიდევ ერთი გუნდი, რომელიც სამხრეთ ამერიკელებმა დაჯაბნეს, ბოსნიის ნაკრებია. არგენტინამ ისინი 2:1 დაამარცხა. ამჟამად, ბოსნიელები ჯგუფის ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან და ირანსა და ნიგერიას ერთი ქულით ჩამორჩება.
როგორც ხედავთ, მუნდიალის სამხრეთ ამერიკაში ჩატარებამ, დიდი სტიმული მიცა ამ კონტინენტის ქვეყნებს ტურნირზე. მსგავსი, რამ არცერთ კონტინენტზე არ ხდებოდა წარსულში.
თუ, ყოველთვის მასპინძელი ქვეყნისგან ელოდნენ ხოლმე სარგებელს და კარგ თამაშს, ბრაზილიაში, არა მხოლოდ ბრაზილიისგან, არამედ თითოეული სამხრეთ ამერიკული ქვეყნისგან ელიან სანახაობრივ და შედეგიან თამაშს.