ევროპის ჩემპიონატამდე 18–წლამდელთა ნაკრები შეკრებას ლატვიასა და ფინეთში გაივლის

თარიღი: ივლისი 9, 2014

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში უცხოურ შეკრებაზე მიემგზავრება. არჩილ ჟღენტის გუნდი ლატვიაში, ფინეთსა და ბულგარეთში მთლიანობაში 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს, რის შემდეგაც პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

18-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში ერთკვირიან შეკრებას (10-17 ივლისი) გაივლის. ქართველები ლატვიის 18-წლამდელთა ნაკრებს ერთხელ შეხვდებიან, ადგილობრივი პირველი ლიგის გუნდთან კი 2 სპარინგ-მატჩს გამართავს.

17-დან 20 ივლისის ჩათვლით საქართველოს ნაკრები ფინეთში გაივლის შეკრებას, რის ფარგლებშიც ადგილობრივ ნაკრებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ფინეთიდან ქართველები ბულგარეთში გადაინაცვლებენ და 21 ივლისს ამ ქვეყნის ნაკრებთან სპარინგ-მატჩს გამართავს.

ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი) სწორედ ბულგარეთში, 24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები D ჯგუფშია ავსტრიასთან, ესტონეთთან, ისლანდიასთან, გერმანიასა და ისრაელთან ერთად. თუკი საქართველო საუკეთესო 2 გუნდში მოხვდება, ჯგუფიდან გავა და ბრძოლას A დივიზიონში გადასასვლელად განაგრძობს. ელიტარული დივიზიონის საგზურს ტურნირის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

არჩილ ჟღენტი(18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): თუ იმ სწორი ტაქტიკით ვივლით, რომელიც გუნდს არჩეული აქვს და ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებს მინიმუმადე დავიყვანთ, ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე მზადყოფნაში ვიქნებით. უკრაინის ნაკრწებთან თამაშებმა აჩვენა, რა მინუსები გვაქვს და რაზე უნდა ვიმუშაოთ. დღეს 12 კაცით მივდივართ, გამოცდების პერიოდია და 2 მოთამაშე მოგვიანებით შემოგვიერთდება. ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს, კმაყოფილები ვართ განრიგით , ფედერაციამ ყველანაირი პირობა შეგვიქმნა, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.

გიორგი გუგეშაშვილი: საკმაოდ კარგი და დატვირთული მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს. უკვე გავიარეთ თითქმის ერთთვიანი შეკრება,  2 მატჩი გავმართეთ უკრაინის ნაკრებთან, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია ‘’ბ’’ დივიზიონში.  რაც შეეხება ლატვიის ნაკრებს, ,,ა’’ დივიზიონის გუნდია და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათთან შეხვედრა ევროპისთვის მოსამზადებლად.  შემდეგ უკვე ფინეთში და ბულგარეთში გავმართავთ ამხანაგურ თამაშებს და ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე სრულ მზადყოფნაში ვიყოთ. რამდენიმე მოთამაშეს ტრავმა აწუხებს, თუმცა იმედია, მოვახერხებთ შემსუბუქებას და ყველანი სათანადო ფორმაში ვიქნებით.

ლევან მასხულია: გუნდმა ორი თამაში ჩაატარა უკრაინის ნაკრებთან, მართალია, დავმარცხდით, თუმცა მაინც წარმატებულად ჩავთლი ამ შეხვედრებს, რადგან გამოჩნდა ჩვენი შეცდომები და ვმუშაობთ მათ გამოსასწორებლად. დღეს ღამე უცხოურ შეკრებაზე მივემგზავრებით, რომლის განმავლობაშიც რამდენიმე ამხანაგური თამაში გვექნება. გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა და თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმს გააკეთებს წარმატებისთვის.

გიგი გოგობერიშვილი: გუნდში ამაღლებული და საბრძოლო განწობაა და ენთუზიაზმით ველოდებით ამ შეკრებას. ამხანაგური თამაშები ჩვენს თანატოლებთან გვექნება, რაც დაგვეხმარება უკეთ შევთამაშდეთ და ევროპის ჩემპიონატზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

სოსო მაჭავარიანი: 3 კვირის წინ დავიწყეთ შეკრება, 1 კვირა ფიზიკური ვარჯიშები გვქონდა, 2 კვირა დინამოს ბაზაზე ვიყავით. ამის შემდეგ უკრაინის ნაკრებთან ვითამაშეთ 2 ამხანაგური მატჩი. უკრანაის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და, სამწუხაროდ, წავაგეთ. დღეს ღამე მივფრინავთ, ჯერ ლატვიაში გავივლით შეკრებას, შემდეგ ფინეთსა და ბულგარეთში, ამის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ,,ბ’’ დივიზიონში ვიასპარეზებთ. რაც შეეხება შანსებს, გუნდში ყველანი შემართებით ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ღირსეული შედეგის საჩვენებლად.

gbf.ge

 

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა