ევროპის ჩემპიონატის საგზური ოთხმა ნაკრემა მოიპოვა
14 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი ოთხი ქვეყნის ვინაობა გახდა ცნობილი.
A ჯგუფში ინგლისმა საკუთარ კედლებში მონტენეგროს ნაკრები მიიღო და შვიდი უპასუხო გოლით გაისტუმრა უკან, ჩეხეთმა კი დაძაბულ ბრძოლაში შეძლო კოსოვოს ნაკრების დამარცხება ანგარიშით 2-1.
შედეგად, ჯგუფში ორივე საგზური გათამაშდა – ინგლისის ნაკრები 18 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო ჩეხეთი 15 ქულით მეორე პოზიციაზეა.
H ჯგუფის შეხვედრაში კი თურქეთის ნაკრებმა შინ ფრედ ითამაშა ისლანდიასთან (0:0). ისლანდიის მიერ დაკარგული ქულების ხარჯზე როგორც თურქეთის, ასევე საფრანგეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
შენოლ გიუნეშის გუნდი 20 ქულით ჯგუფში პირველ პოზიციას იკავებს, მეორე ადგილზე კი საფრანგეთია 19 ქულით, რომელსაც ერთი მატჩი ჩასატარებელი აქვს.
აქამდე ზემოხსენებული საგზურის მოპოვება ბელგიის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, უკრაენისა და ესპანეთის ნაკრებებმა შეძლეს.