ევროპის ჩემპიონატზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები ითამაშებენ?
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ამ გეგმის განხორციელება სრულიად შესაძლებელია.
„იდეა განხილვის სტადიაზეა. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რამდენად სერიოზულად მიიღებენ ამ გეგმას, თუმცა მისი განხორციელება სრულიად შესაძლებელია. მაგალითად, სამხრეთამერიკებელი კოპა ამერიკის ტურნირზე მუდმივად პატიჟებენ იმ ქვეყნების გუნდებს, რომლებიც თავიანთი კონტინენტის საზღვრებს გარეთ თამაშობენ. ასე რომ, რატომ არ უნდა გადადგას ევროპამ ეს ნაბიჯი?“ – ციტირებს პლატინის სიტყვებს Yahoo! Sports-ი.
ცნობისთვის, 2015 წელს გასამართ კოპა ამერიკაზე მოწვეული ნაკრებების რანგში ითამაშებენ მექსიკისა და იაპონიის ნაკრებები.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ევრო-2020-ის მატჩებს ევროპის ერთბაშად 13 ქალაქი უმასპინძლებს.
ბექა დოგრაშვილი