WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (295302) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ნაკრების საუკეთესო ნახევარმცველები

თარიღი: ივნისი 8, 2016

13335287_194366614292122_478361345_n

პოლ პოგბა

პოგბა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი გენერაციის მთავარ მარგალიტს წარმოადგენს და დიდი ალბათობით ყველაზე მეტად სწორედ ის იმსახურებს 23-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს. “იუვენტუსის” ნახევარმცველს ყველაფერი აქვს, რათა ფრანგებს 2016-ში წარმატება მოუტანოს.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 1
პასების სიზუსტე: 80.5%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.6
საგოლე პასი: 14
გოლი: 10

13335287_194366614292122_478361345_n

ლუკა მოდრიჩი

“რეალის” ხორვატი ნახევარმცველი კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ეფექტური ნახევარმცველია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატებს ისეთი ფეხბურთელებიც ჰყავთ, როგორებიც არიან რაკიტიჩი, კოვაჩიჩი და პერიშიჩი, მთავარი როლი მაინც ლუკამ უნდა ითამაშოს.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 3
პასების სიზუსტე: 88.9%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.8
საგოლე პასი: 5
გოლი: 3

13335287_194366614292122_478361345_n

მესუტ იოზილი

იოზილს “არსენალში” მართლაც რომ გასაოცარი სეზონი ჰქონდა, ის სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა. გერმანული ნახევარდაცვის ფონზე, ყველაზე ბასრი იარაღი სწორედ რომ იოზილის ხედვა და კრეატიულობა უნდა იყოს ევრო 2016-ზე.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 2
პასების სიზუსტე: 83.7%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 3.7
საგოლე პასი: 19
გოლი: 9

13335287_194366614292122_478361345_n

დავიდ ალაბა

მიუხედავად იმისა, რომ დავიდ ალაბა “ბაიერნში” მცველად ჩამოყალიბდა, ნაკრებში მისი მოვალეობა ნახევარდაცვაში თამაშია. ის ფაქტი, რომ ავსტრიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა. თუმცა ეს საკმარისი არ არის, მან კიდევ ერთხელ უნდა იკისროს ლიდერის ფუნქციები, ამჯერად უკვე საფრანგეთში.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 4
პასების სიზუსტე: 90.2%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 0.6
საგოლე პასი: 1
გოლი: 2

13335287_194366614292122_478361345_n

ანდრეს ინიესტა

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ლეგენდა არც ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, მისგან მაინც ყველაზე მეტს მოელიან. ესპანეთს მას გარდა ჰყავს ფაბრეგასი, კოკე, სილვა, ბუსკეტსი, ისკო და ტიაგო, მაგრამ ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ნახევარდაცვის ლიდერი სწორედ ინიესტაა.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 5
პასების სიზუსტე: 85.8%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.2
საგოლე პასი: 2
გოლი: 1

13335287_194366614292122_478361345_n

გრანიტ ჯაკა

“არსენალის” ახალწვეული ბიჭუნა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ცენტრალური ნახევარმცველის სტატუსს ატარებს, მის ქვეყანაში კი მისგან ბევრს ითხოვენ. მართლია, რომ შვეიცარიელთა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ჟერდან შაქირია, თუმცა ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ჯაკას როლზეც ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 8
პასების სიზუსტე: 82.5%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 0.8
საგოლე პასი: 2
გოლი: 3

13335287_194366614292122_478361345_n

გრეგორჟ კრიხოვიაკი

კრიხოვიაკი ერთ-ერთი ყველაზე დაცვითი ტიპის ნახევარმცველია საქმეში. მაშინ, როცა ლევანდოვსკი პოლონელთა ყველაზე ნათელ წერტილად მიიჩნევა, “სევილიას” ფეხბურთელს ყველა შავი საქმის შესრულება უწევს.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 13
პასების სიზუსტე: 82.4%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 0.3
საგოლე პასი: 2
გოლი: 1

13335287_194366614292122_478361345_n

დელე ალი

ბევრის აზრით როი ჰოჯსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ევრო 2016-ის განაცხადში დელე ალიც შეიყვანა, რომელსაც “სპურსის” რიგებში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მისი ნიჭი შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს, თუმცა ფაქტია, რომ ტემპერამენტის გაკონტროლება უნდა ისწავლოს.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 7
პასების სიზუსტე: 74.9%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.6
საგოლე პასი: 11
გოლი: 10

13335287_194366614292122_478361345_n

მარეკ ჰამშიკი

ჰამშიკი სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი ფიგურაა, ამიტომაც მისი ფორმა სლოვაკთა ასპარეზობაზე დიდ გავლენას მოახდენს. ჯგუფურ ეტაპზე მას ინგლისის, უელსისა და რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს თავის გამოჩენა.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 15
პასების სიზუსტე: 84.7&
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 2.4
საგოლე პასი: 11
გოლი: 9

13335287_194366614292122_478361345_n

ედენ აზარი

როგორც ამ ტურნირზე მოასპარეზე სხვა გუნდები, ბელგიის ნაკრებიც დახუნძლულია ნიჭიერი ფეხბურთელებით – დე ბრუინი, დემბელე და ნაინგოლანი. თუმცა ყველაზე მეტს მაინც ედენ აზარისგან მოითხოვენ, რომელიც საფრანგეთში ბელგიელების კაპიტნის სტატუსით ჩავა.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 6
პასების სიზუსტე: 83.5%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.9
საგოლე პასი: 4
გოლი: 7

13335287_194366614292122_478361345_n

გილფი სიგურდსონი

სიგურდსონი ნამდვილად საუკეთესოა ისლანდიელთა ამჟამინდელ შემადგენლობაში. კუნძულელთა საბედნიეროდ სეზონის ბოლოს “სუონსის” რიგებში სიგურდსონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისგან ძალიან ბევრ საინტერესო პასს უნდა ველოდოთ.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 11
პასების სიზუსტე: 76.7%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.5
საგოლე პასი: 3
გოლი: 12

13335287_194366614292122_478361345_n

აარონ რემზი

მართალია, რომ უელსის ეროვნული ნაკრების თამაშების ყურებისას ყველას ყურადღება ბეილისკენ იქნება მიპყრობილი, თუმცა მასზე არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრია “არსენალის” ფეხბურთელს, აარონ რემზისაც.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 10
პასების სიზუსტე: 83.7%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.1
საგოლე პასი: 5
გოლი: 6

13335287_194366614292122_478361345_n

არდა თურანი

2015/16 წლების სეზონი თურანისთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ “ბარსელონას” ფეხბურთელი ვალდებულია, რომ ყველაფერი გააკეთოს ძველი ფორმის აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქების შანსები ძალიან შემცირდება.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 9
პასების სიზუსტე: 88.2
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 0.4
საგოლე პასი: 3
გოლი: 3

13335287_194366614292122_478361345_n

ანდრეი იარმოლენკო

იარმოლენკოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ევრო 2016-ის ყველაზე საინტერესო ვინგერად მოგვევლინოს, ის ხომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც უკრაინამ გამოძერწა. მასთან ერთად უკრაინამ შესაძლოა რამდენიმე სენსაციაც შემოგვთავაზოს.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 12
პასების სიზუსტე: 68.9
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.8
საგოლე პასი: 0
გოლი: 19

13335287_194366614292122_478361345_n

ჟოაო მარიო

პორტუგალიელ მარიოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვოს, თუმცა ამისათვის ეს შანსი უნდა გამოიყენოს და ევრო 2016-ზე გაიბრწყინოს. თუ ასე მოხდა, “სპორტინგს” მისი შენარჩუნება ნამდვილად გაუჭირდება.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 16
პასების სიზუსტე:
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში):
საგოლე პასი:
გოლი:

13335287_194366614292122_478361345_n

ანტონიო კანდრევა

ანდრეა პირლოს გარეშე იტალიელთა ნახევარდაცვა არც ისე ძლიერად გამოიყურება. სწორედ ასეთ დროს არის საჭირო “გამონათება”, რისი შანსიც ნამდვილად აქვს კანდრევას, რომელმაც “ლაციოს” შემადგენლობაში 10 გოლისა და 3 ასისტის გაკეთება მოახერხა გასულ სეზონში.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 14
პასების სიზუსტე: 79.3%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.3
საგოლე პასი: 4
გოლი: 13

13335287_194366614292122_478361345_n

ტომას როსიცკი

მიუხედავად იმისა, რომ დარიდა და პლასილი უკეთეს ფორმაში იმყოფებიან, როგორ უნდა ავუაროთ გვერდი “პატარა მოცარტს”? “არსენალის” ლეგენდას ევრო 2016-ზე დიდებული შანსი აქვს, რომ თავი ყველას დიდებულად დაამახსოვროს.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 22
პასების სიზუსტე:
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში):
საგოლე პასი:
გოლი: 1

13335287_194366614292122_478361345_n

ჯეიმს მაკკარტი

ჯეიმსი ირლანდიელთა ბანაკში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ღრმა ნახევარდაცვაში ყველას მისი იმედი აქვს. მის დახმარებას კი ბრედი, ჰულაჰანი და მაკლინი შეეცდება.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 19
პასების სიზუსტე: 84.1%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 0.5
საგოლე პასი: 2
გოლი: 2

13335287_194366614292122_478361345_n

სტივ დევისი

ჩრდილო ირლანდიელთა კაპიტანი მოედანზე ყოველთვის დომინანტია. ო’ნილის გუნდისთვის მისი გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მომავალ ევროზე. “საუთჰემპტონთან” ერთად გასულ სეზონში მან 53 შანსი შექმნა.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 18
პასების სიზუსტე: 81.1%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.5
საგოლე პასი: 3
გოლი: 5

13335287_194366614292122_478361345_n

ოლეგ შატოვი

შატოვი ყოველგვარი ეჭვის გარეშე ერთ-ერთი საუკეთესოა რუსთა რიგებში. “ზენიტის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას მან ყველას დაამახსოვრა თავი და ეცდება, რომ ამჯერად თავისი ნაკრები ახეიროს.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 17
პასების სიზუსტე: 78.4%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.5
საგოლე პასი: 9
გოლი: 10

13335287_194366614292122_478361345_n

სებასტიან ლარსონი

ბუნებრივია, რომ შვედეთის ეროვნული ნაკრების ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შეძლებს ზლატანის ჩრდილში მოქცევას, მაგრამ ვინ მივა ამასთან ყველაზე ახლოს, თუ არა ლარსონი. “სანდერლენდის” ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია სკანდინავიელთა რიგებში.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 20
პასების სიზუსტე: 71.5%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 0.4
საგოლე პასი: 1
გოლი: 0

13335287_194366614292122_478361345_n

ბალაჟ ჯუჯაკი

უნგრელები ნამდვილად არ არიან ვარსკვლავური სახელებით განებივრებულები. მათთვის გადამწყვეტი ბალაჟ ჯუჯაკის ასპარეზობა იქნება. სწორედ “ბურსასპორის” ნახევარმცველი კაპიტნობს უნგრეთს. ამ უკანასკნელმა 77 მატჩში 18 გოლის გატანა შეძლო.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 21
პასების სიზუსტე: 72.7%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.7
საგოლე პასი: 5
გოლი: 4

13335287_194366614292122_478361345_n

გაბრიელ ტორჟე

საფეხბურთო აგენტები ძალიან კარგად იცნობენ რუმინელთა ტალანტს, გაბრიელ ტორჟეს. რუმინელები აშკარად დაცვით სტილს მისდევენ, თუმცა გაბრიელთან ერთად მათი შეტევებიც საკმაოდ მწვავე იქნება.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 23
პასების სიზუსტე: 61.9
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 1.7
საგოლე პასი: 5
გოლი: 5

13335287_194366614292122_478361345_n

ერგიუს კაჩე

ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ იმედს სწორედ ერგისი წარმოადგენს. “პაოკის” დაცვითი ტიპის ნახევარმცველი მხოლოდ 22 წლის არის და უკვე 15-ჯერ აქვს ნათამაშები ქვეყნის მაისურით, ყველაფერთან ერთად მან ორი გოლის გატანაც მოახერხა.

Fanebi.Com-ის რეიტინგი: 24
პასების სიზუსტე: 63.4%
შექმნილი მომენტი (საშუალოდ ერთ მატჩში): 0.8
საგოლე პასი: 0
გოლი: 0



მსგავსი სიახლეები