ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი წარუძღვება
2-7 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, თავისუფალი სტილით ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ დღეს ოფიციალურად დაასახელა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სადაც ეროვნული ჩემპიონატის ყველა გამარჯვებული შევიდა.
საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური და მოქმედი ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარუძღვება. ასევე იასპარეზებს ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი.
2-7 მაისი, ნოვი-სადი, სერბეთი
ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ – ოთარ გოგავა (ხონი)
61 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
65 კგ – ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
70 კგ – დავით ტლაშაძე (გორი)
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
84 კგ – დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი)
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
125 კგ – გენო პეტრიაშვილი (გორი)
ჩვენი ნაკრები სერბეთში 30 აპრილს გაემგზავრება
2 მაისი – თავისუფალი 57, 86 კგ
3 მაისი – თავისუფალი 65, 97კგ
4 მაისი – თავისუფალი 61, 74 კგ
5 მაისი – თავისუფალი 70, 125 კგ
6 მაისი – ბერძნულ-რომაული 59-66-98-130 კგ
7 მაისი – ბერძნულ-რომაული 71-75-80-85 კგ
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია