ევროპის ლიგა “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოიგო (ვიდეო)

თარიღი: მაისი 25, 2017

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ამსტერდამის “აიაქსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის ევროპის ლიგის ფინალური მატცი გაიმართა, რომელიც ინგლისური გუნდის კარნახით წარიმართა და მისივე გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

“წითელი ეშმაკები” მე-18 წუთზე დაწინაურდნენ: ჰოლანდიელებმა საკუთარ ნახევარზე აუტის უხეიროდ გათამაშების შედეგად მეტოქეს კარგი შეტევის განხორციელების საშუალება მისცეს, პოლ პოგბა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, დარტყმისას რიკოშეტიც მოხდა, მეკარე საპირისპირო მიმართულებით წავიდა და რეაგირება ვეღარ მოასწრო. მატჩის პირველი ნახევარი ჟოზე მოურინიოს გუნდმა 1:0 მოიგო.

შეხვედრის მეორე ტაიმის დებიუტში ჰოლანდიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ვინაიდან ინგლისელებმა მეორე ბურთი გაიტანეს: კუთხურის მოწოდების შემდეგ მეორე სართულზე ბრძოლა კრის სმოლინგმა მოიგო, ბურთი ჰენრიხ მხითარიანს მიუვიდა, რომელმაც რთული პოზიციიდან ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში და საკმაოდ ეფექტური გოლიც გამოუვიდა  – 0:2. მატჩის ბოლოს გოლის გატანის შესაძლებლობა შეცვლაზე შემოსულ ჯესი ლინგარდსაც ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან ერთი ერთზე მყოფმა დაახანა და შანსი ხელიდან გაუშვა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “აიაქსი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ევროპის ლიგა პირველად მოიგო.

ევროპის ლიგა
ფინალი
“აიაქსი” — “მანჩესტერ იუნაიტედი: 0:2 (0:1)
სტოკჰოლმი, “ფრენდს არენა”

“აიაქსი”: ონანა; ველტმანი, სანჩესი, დე ლიგტი, რიდევალდი (ფრენკი დე იონგი 82′); შიონე (ვან დე ბეეკი 70′), კლაასენი, ზიეჩი; ტრაორე, დოლბერგი (დავიდ ნერესი 62′), იუნესი.
მთავარი მწვრთნელი: პეტერ ბოში.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: რომერო; ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი, ერერა, ფელაინი, პოგბა; მატა (რუნი 90′), მხითარიანი (ლინგარდი 74′), რაშფორდი (მარსიალი 84′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: პოგბა 18′, მხითარიანი 48′.
გაფრთხილებები: ველტმანი 58′, იუნესი 64′, რიდევალდი 78′ — მხითარიანი 31′, ფელაინი 52′, მატა 78′.

მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბარსელონა” და ბერნარდუ სილვა შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასთან შეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესმა რონალდოს დასცინა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სასტუმროში შესვლის წინ ჟურნალისტების კითხვებს მოკლედ უპასუხა და რონალდოს დაბრუნებაზე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ჩაკვეტაძემ დაძაბულობას ვერ გაუძლო” (ვიდეო)

“სლოვანი” ევროპა ლიგაზე კვიპროსულ “ოლიმპიაკოსთან” პენალტების სერიაში გამოვარდა. სამივე ქართველი (კანკავა, კაშია, ჩაკვეტაძე) ძი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნი: “ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფაქტორი იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ერლინგ ჰოლანი შეაქო. ნორვეგიელმა შემტევმა ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

არ გამოუვიდა არველაძეს, გამოუვა კომპანის? მიქაუტაძე ინგლისში

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” თავდამსხმელით, ჟორჟ მიაქაუტაძეთი “ბარნლის” მთავარი მწვრთნელი, ვინსენტ კომპანი არის დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩაკვე ბრუნდება! გიორგის ძალიან მაგარი მატჩი “ოლიმპიაკოსთან” (ვიდეო)

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების “სლოვანი” “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და შეხვედრა 1-1 დასრულდა. ერთ-ერთი გამორჩ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანი “დორტმუნდში” მიდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს. “ბილდის” ცნობით, 35 წლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არსენალს” ედეგორი უკაპიტნებს

ლონდონის “არსენალის” ახალი კაპიტანი მარტინ ედეგორი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გასული სეზონის დასაწყისში “მეთოფეებს” პიერ-ემე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ მედიას: “ასე გააგრძელეთ და ოდესმე სიმართლეს დაწერთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გახდება კრიშტიანუ ხვიჩას თანაგუნდელი?

შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს. როგორც ცნობილია, 37 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს “იუნაიტედის” დატოვება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა სურს. “დეილი მეილის” ცნობით, პორტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “აიაქსის” ფეხბურთელი დაიმატა

ამსტერდამის “აიაქსის” მცველი ლისანდრო მარტინესი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 24 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა “მანჩე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსის” კეინის დამატება სურს, თუმცა იმედი არ აქვს

ჟურნალისტი კრისტიან ფალკი საკუთარ მიკრობლოგზე წერს, რომ ლონდონის “ჩელსი” დაინტერესებულია “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” ჰარი კეინის გა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლივერ კანი: “რონალდუ “ბაიერნის” ფილოსოფიას არ შეეფერება”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა. “რონალდუს საკითხი განვიხილეთ....
წაკითხვა