ევროპის ლიგა: ნაპოლის ტრიუმფი და დასანანი ბოლო წუთი კიევში
ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები ისე დასრულდა, რომ განმეორებითი მატჩების წინ უპირატესობას სტუმრები ფლობენ.
სევილიაში ადგილობრივმა კლუბმა “ზენიტი” მიიღო, რომელიც მატჩის 29-ე წუთზე რიაზანცევის გოლით დაწინაურდა და ტაიმიც მოიგო. მასპინძლებმა მეორე ნახევარში ბაკას და სუარესის გოლებით საბოლოოდ გამარჯვება კი მოიპოვეს, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას 2:1 არ იძლევა.
სევილია 2-1 ზენიტი
გოლები: რიაზანცევი 29′ (0:1); ბაკა 73′ (1:1); დენის სუარესი 87′
საინტერესო გამოდგა კიევში ჩატარებული დაპირისპირებაც, რომლის პირველი ნახევარიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის 36-ე წუთზე ლამაზი გოლით “დინამო” ლენსმა დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობას “ფიორენტინა” დაეუფლა და ბოლო წთზე ბაბაკარის გოლით გაათანაბრა კიდეც.
დინამო 1-1 ფიორენტინა
გოლები: ლენსი 36′ (1:0); ბაბაკარი 90′ (1:1)
მოულოდნელი შედეგით დასრულდა დღის ცენტრალური დაპირისპირება, რომელშიც “ვოლფსბურგმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და დიდი ანგარიშითაც დამარცხდა.
მატჩის მე-15 წუთზე სტუმრები იგუაინის გოლით დაწინაურდნენ, რასაც ჰამშიკის დუბლი და გაბიდინიც გოლიც მოჰყვა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე “ვოლფსბურგმა” მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო, რომლის ავტორი ნიკლას ბენდტნერი გახდა.
ვოლფსბურგი 1-4 ნაპოლი
გოლები: იგუაინი 15′ (0:1); ჰამშიკი 23; 64′ (0:3); გაბიადინი 76′ (0:4); ბენდტნერი 80′ (1:4)
ერთადერთი მატჩი, რომელიც უგოლოდ დასრულდა “ბრიუგესა” და “დნიპროს” შეხვედრა იყო. ამ წყვილში ყველაფერი კიევში გასამართ განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება. აღსანიშნავია, რომ კრაინული კლუბის ძირითადში იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
ბრიუგე 0-0 დნიპრო