ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის სამი პრეტენდენტი დასახელდა
უეფამ ის სამი პრეტენდენტი დაასახელა, რომლებიც ევროპის ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.
ჯილდოზე წარდგენილნი არიან: ევერ ბანეგა (“სევილია”), ბრუნუ ფერნანდეში (“სპორტინგი”/”მანჩესტერ იუნაიტედი”) და რომელუ ლუკაკუ (“ინტერი”).
ბანეგა “სევილიას” შემადგენლობაში გათამაშების გამარჯვებული გახდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ტურნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ბრუნუ ფერნანდეშმა ევროპის ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ ათ შეხვედრაში რვა ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი ჩაიწერა.
რომელუ ლუკაკუმ ექვს ჩატარებულ მატჩში შვიდი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამ სიაში შესული ფეხბურთელები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის წევრები ევროპის ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 48 გუნდის მთავარი მწვრთნელები და კიდევ 55 ჟურნალისტი იყო. მწვრთნელებს საკუთარი მოთამაშის დასახელების უფლება არ ჰქონდათ.