ევროპის ლიგის პლეი-ოფის ყველა მონაწილე ცნობილია
უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ცნობილია ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომლებიც ტურნირის მეთექვსმეტედფინალურ სტადიაზე ითამაშებენ. წილისყრაზე გუნდები ორ კალათად დაიყოფიან: განთესილები და განუთესავები.
განთესილები: “ვილიარეალი” (ესპანეთი), კიევის “დინამო” (უკრაინა), “ბრაგა” (პორტუგალია), “მილანი” (იტალია), “ატალანტა” (იტალია), მოსკოვის “ლოკომოტივი” (რუსეთი), “ვიქტორია” (ჩეხეთი), “არსენალი” (ინგლისი), “ზალცბურგი” (ავსტრია), “ატლეტიკი” (ესპანეთი), “ლაციო” (იტალია), “ზენიტი” (რუსეთი), ცსკა (რუსეთი), “ატლეტიკო” (ესპანეთი), “ლაიფციგი” (გერმანია), “სპორტინგი” (პორტუგალია).
განუთესავები: “ასტანა” (ყაზახეთი), “პარტიზანი” (სერბეთი), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), აეკ-ი (საბერძნეთი), “ლიონი” (საფრანგეთი), “კოპენჰაგენი” (დანია), “სტიაუა” (რუმინეთი), “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი), “მარსელი” (საფრანგეთი), “ესტერსუნდი” (შვედეთი), “ნიცა” (საფრანგეთი), “სოსიედადი” (ესპანეთი), “ნაპოლი” (იტალია), “სპარტაკი” (რუსეთი), “სელტიკი” (შოტლანდია), “დორტმუნდი” (გერმანია).
ევროპის ლიგის წილისყრა 11 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ამ სტადიაზე ერთმანეთთან ერთი და იგივე ფედერაციის წარმომადგენელი, აგრეთვე ერთი და იგივე ჯგუფის მონაწილე გუნდები არ დაწყვილდებიან. განთესილი გუნდები პირველ მატჩებს გასვლაზე, ხოლო განუთესავები შინ ჩაატარებენ.